„ბარამიძის ევრობაირამობა“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს, საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, რომელიც 2011-2012 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემოწმების მასალების ნაწილს ასახავს. „ვერსიის“ თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის ეგრეთ წოდებული ყველაზე სკანდალური ნაწილი ასახავს გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ბრძანებით, კანონდარღვევით გამოწერილი პრემიებისთვის, მივლინებებისთვის გერმანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და ბელგიაში... სპა-სალონებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში მასაჟებისთვის ბიუჯეტიდან ათასობით ლარის ხარჯვის ფაქტებს. „ვერსია“ აღნიშნავს, რომ დარღვევათა ფაქტების ჩამონათვალის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აპარატის მუშაობა უარყოფითად შეაფასა, თუმცა „ვერსიამ“ ვერ გაარკვია, რა ვადებში გადაეცემა შემოწმების მასალები პროკურატურას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდიუმი.
„დონეცკში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვს“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, ნათქვამია, რომ დონეცკში, ქალაქ გორლოვკაში, 2 მაისს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვასილი ბუდიკი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მისი ადგილსამყოფელი უკრაინელი სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილია, თუმცა მისი გათავისუფლება შექმნილი მდგომარეობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქართველი დიპლომატები კი უკრაინული მხარის იმედად არიან და საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად პრაქტიკულად არანაირ აქტივობას არ მიმართავენ. „რეზონანსის“ თანახმად, სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქის გამტაცებლები დონეცკში მოქმედი პრორუსი მეამბოხეები არიან. ამას არც თავად მეამბოხეები უარყოფენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ ბუდიკი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი მოხალისეებისაგან შემდგარი ბატალიონ „დონბასის“ ერთ-ერთი შემქმნელია. „რეზონანსში“ წაიკითხავთ, რომ ამ დღეებში ინტერნეტით გავრცელდა ბატალიონ „დონბასის“ მეთაურის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ, მის ხელთ არსებული ცნობებით, ვასილი ბუდიკს ტყვეობაში აწამებენ.
გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვით კი, სამხრეთ ოსეთი რუსეთში შესვლას გეგმავს. ამ თემაზე „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ლეონიდ თიბილოვი საჭირო დროს ელოდება. „რუსულ გამოცემა „ლენტა რუსთან“ საუბარში თიბილოვმა განაცხადა, რომ, ყირიმის მსგავსად, სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის კარგი პერსპექტივა აქვს. რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანში ცოცხლობს, -აცხადებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერი, რომლის თქმითაც, დღეისათვის ცხინვალის რეგიონი რუსეთთან ინტეგრაციის ეტაპზეა და გაერთიანების დროც დადგება“, - წაიკითხავთ გაზეთ „ახალ თაობაში“.
გაზეთი „ალია“ კი სვამს შეკითხვას: „პროფკავშირები პედაგოგებს გაფიცვისთვის ამზადებენ?“ „ალიას“ რესპონდენტი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ამბობს: „პროფკავშირის კანონით აღიარებულ უფლებებსაც გამოვიყენებთ, რაც ბრძოლის არსენალში აქვთ პროფკავშირებს, და თუ საბაზო ხელფასი არ გაიზრდება, აქციებს დავიწყებთ. მანამდე ასევე ვესაუბრეთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს და თამამად ვიტყვი, რომ პარლამენტარების მხრიდან პოზიტიურად იყო აღქმული პედაგოგის ხელფასის გაზრდა და მივიღეთ დაპირება, რომ ამ საკითხში მხარს დაგვიჭერენ“.