„ბრიუსელში ჩვენზე ისედაც ხითხითებენ“, ანუ სტატია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ექსპერტები პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობაზე, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა.საქმე კი ძირითადად ეხება პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებას, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების პრემიერ-მინისტრისთვის ერთჯერად გადაცემას გულისხმობს. იმას, რომ ღარიბაშვილს მართლაც არ სჭირდება პრეზიდენტისგან კონტრასიგნაცია, „რეზონანსთან“ საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის კარგი იქნებოდა, თუ ხელს პრეზიდენტი მოაწერდა და მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება ბავშვურ კინკლაობას არ დაემსგავსებოდა. „ამის მოგვარება დალაპარაკებითაც შეიძლებოდა და, მე მგონი, პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. სიყვარულს მათ არავინ სთხოვს, მაგრამ რადგან აიღეს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, კეთილი ინებონ და ერთმანეთს დაელაპარაკონ“, ამბობს ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანას პრობლემები ისედაც ეყოფა და პრეზიდენტმა და პრემიერმა არაფრისგან ქარიშხალი არ უნდა შექმნან. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შუღლის ჩამოგდებაში კი ამავე გაზეთის ფურცლებზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
„ლევან ვასაძე პოლიტიკაში საპატრიარქოს მხარდაჭერით მოდის“- ამ სათაურით კი სტატიას გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. სტატიის ავტორი ინტერესდება, შექმნის თუ არა პარტიას ნიკა რურუა და ვის დაუჭერენ მხარს მარგველაშვილი და ალასანია. „ვერსია“ ვარაუდობს, რომ კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას პარტია საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ ბაზაზე აღმოცენდება და ანგარიშგასაწევ ოპოზიციურ გუნდად ჩამოყალიბდება. „მართალია, სამომავლოდ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებში ის ნაცებთან თვისობრივად ახლოს იქნება, მაგრამ დამოუკიდებელ შიდაპარტიულ თამაშს ითამაშებს და, შესაბამისად, არც მათ ცოდვებზე მოსთხოვენ პასუხსო“, - ვკითხულობთ გაზეთ „ვერსიაში“. აქვე გაზეთში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერი პარლამენტისა და ხელისუფლებისგან საქართველოს მომავლის გადარჩენას ცდილობს, საპატრიარქოს ნაწილის წაქეზებითა და მხარდაჭერით მოდის პოლიტიკაში. „ვერსია“ შენიშნავს, რომ, კულუარული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ მოითხოვს იგი პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას.
ექსპერტი კახი კახიშვილი კი გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში ამბობს, რომ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, შესაძლოა, კოალიციური მთავრობით დაბრუნდეს. „დღეს თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არ უტევს „ქართულ ოცნებას“, ეს არ ნიშნავს, რომ არ დადგება რაღაცა დრო და „ნაცმოძრაობა“ არ შეუტევს „ქართულ ოცნებას“, ამაში არ დახარჯავს ძალიან სერიოზულ ფულს და ყველა არსებულ რესურსს. უბრალოდ, „ნაცმოძრაობასაც“ აწყობს „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლებაში მყოფი ძალა, იმიტომ რომ ხედავენ, არაკომპეტენტურები არიან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს“, - ამბობს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
გაზეთი „ალია“ კი სვამს შეკითხვას: ვისი ახლობელია მოსამართლე, რომელმაც კეზერაშვილი „სპირტის საქმეზე“ გაამართლა? „ალიას“ რესპონდენტი, ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ამბობს: „ დავით კეზერაშვილის საქმის მოსამართლე ბატონი მგელიაშვილი თავის დროზე სასამართლო სისტემაში მიიყვანა ამირან მესხელმა, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და ნათესავი, ასევე იყო ვანო მერაბიშვილის მეორე ნათესავი სტეფანე თუმანიშვილი“. გაზეთ „ალიაში“ წაიკითხავთ, რომ, ამ გარემოების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ დავით კეზერაშვილი გამართლდა.