25 მაისს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ვოიცეხ იარუზელსკი, კომუნისტური პერიოდის პოლონელი ლიდერი, რომელმაც ვერ მოახერხა მოძრაობა „სოლიდარობის“ დამარცხება. 1990 წელს იარუზელსკი გადადგა პოლონეთის პრეზიდენტის პოსტიდან და გამოთქვა მზადყოფნა, პასუხი ეგო ჩადენილი დანაშაულებისთვის. მიუხედავად ამისა, ყოფილი პრეზიდენტი გადაურჩა მკაცრ სასჯელს: პოლონეთის სასამართლომ იარუზელსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტისმეტად მძიმედ მიიჩნია საიმისოდ, რომ მისთვის პროცესი მოეწყო.