Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები: რუსთავი 2-ს იცავს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ


ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების გამო მედიასაშუალების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას დაუშვებლად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და სამოქალაქო განვითარების სააგენტო. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს იცავს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ტელეკომპანიამ 10 მაისს ღამით გაავრცელა ხელისუფლების, ოპოზიციის და ბიზნესის წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებსაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული უწოდა. ამ ჩანაწერებთან სახელმწიფო ინსტიტუტების კავშირი გამორიცხეს შსს-ს წარმომადგენლებმა. სატელეფონო საუბრების ფარულად ჩაწერის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
XS
SM
MD
LG