Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერი-სახელმწიფოსაკენ მიმავალ გზაზე


ავტორი: მირზა კაპანაძე

20 წელზე ცოტა მეტი ხანია რაც სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, თუმცა ერი-სახელმწიფოდ ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდით. ერი-სახლემწიფოს წარმოშობათან დაკავშირებით მრავალ თეორიათა შორის, ყველაზე გავლენიანად ერნესტ გელნერისა და ბენედიქტ ანდერსონის შრომები შეიძლება ჩაითვალოს. ორივე მათგანი ამტკიცებს რომ ნაცია ეს არაა ოდითგანვე არსებული და მთვლემარე მოვლენა, როგორც მრავალი ნაციონალი დღესაც ამტკიცებს, არამედ რამდენიმე ფაქტორის ზეგავლენით შექმნილი ფენომენია. გელნერისთვის მთავარი ფაქტორი ინდუსტრიალიზაციაა, რომელმაც მუდმივი ეკონომიკური წინსვლასა და ინოვაციისათვის, მოითხოვა საზოგადოებაში შრომის დანაწილება და მობილობა, ხოლო ეს უკანასკნელნი თავისთავად შეუძლებელი იყო კულტურულად დანაწევრებულ და ზოგადი განათლების არმქონე საზოგადოებაში. მათ გასაერთიანაბლად და ერთ სივრცეში თავისუფლად მოქმედებისთვის აუცილებელი პირობა შეიქნა ზოგადი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ხალხს ერთ ენასა და ძირითად განათლებას შეასწავლიდა. ზოგადი განათლების უზრუნველყოფა კი მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო. მოკლედ რომ ვთქვათ, გელნერისათვის ერი-სახელწიფოს აღმოცენების მიზეზი ზოგადი განათლების შექმნის აუცილებლობა გახდა, რომელსაც ერი-საწელმწიფოს გარდა სხვა ვერცერთი პოლიტიკური რეჟიმი ვერ უზრუნველყოფდა. ანდერსონი კი ერი-სახელწიფოს ჩამოყალიბების მთავარ მიზეზებში კულტულ და ფსიქოლოგიურ მოტივებს გამოყოფს. შუა საუკუნეების მიწურულს, ერთის მხრივ, რელიგიისა და სამეფო დინასტიების გავლენის დაკნინება, და, მეორეს მხრივ, დროის ათვლის მექანიზმისა და საბეჭდი მანქანის გამოგონება გახდა მთავარი ფსიქოლოგიური და კულტურული საფუძვლები ნაციის გამოგონებისთვის. ანდერსონის მტკიცებით, ადამიანები ფსიქოლოგიურად მიისწრაფვიან უკვდავებისკენ , ხოლო, კათოლიციზმის დაკნინების გამო რელიგიური უკვდავების რწმენა ჩაანცვლა საერო უკვდავებამ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი თუ თავისი ქვეყნისთვის კარგ საქმეს ჩაიდენდნენ, თანამემამულეთა ხსოვნაში უკვდავნი დარჩებოდნენ. ახალი დროის და ბეჭდვის გამოგონობა კი იმით გახლდათ მნიშვნელოვანი ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში რომ: საბეჭდი მანქანის გამოგონების შემდეგ შესაძლებელი გახდა გაზეთების ბეჭდვა, სადაც ადამიანები ეცნობოდნენ უცნობი თანამემამულის ამბებს, რომლებიც თურმე მათგან დიდად არაფრით არ განსხავდებიან: ერთ ენაზე საუბრობენ, ერთნაირ გარემოში ცხოვრობენ და მსგავსი რაღაცეები ახარებთ და ამწუხრებთ. ასე რომ ახალი დროის ათვლის მექანიზმისა (რომელიც დროს თანმიმდევრულ და ერთნაირს ხდიდა ყველასთის) და ბეჭდვის გამოგონებით ერთ სახელმწიფოში მვხოვრები ადამიანები შესაძლებლები გახდნენ აღექვათ თანამემამულეები (რომლებიც არასოდეს უნახავთ, და ყველა მათგანს ვერც ვერასოდეს ნახავდნენ) თავიანთ მსგავსად და ერთი საზოგადოების ნაწილად.
ის რომ ნაცია, ერი გამოგონილი და შექმნილი ფენომენია სულაც არ ნიშნავს რომ იგი ნეგატიურია. პირიქით, მხოლოდ მის არსებობის პირობებშია შესაძლებელი თანამედროვე, ნორმალურად ფუნქციონირებადი ქვეყნის შექმნა. რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და საქართველოშიც რუსული პასპორტების დარიგება (თუ დარიგების მცდელობა), ჩემი აზრით, ამ საკითხს უკავშირდება. უკრაინის განათლების სისტემა ზუსტად როგორ ფუნქციონირებს ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, აშკარაა რომ ვერ შეძლო რუსი ეროვნების პირების უკრაინულ საზოგადეობეში შეყვანა და ვერ აგრძნონიბინა მათ, რომ ისინი ერთიანი, უკრაინული საზოგადოების წევრები არიან. შეიძლება ერთ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ და ყველას თავისი ენა გააჩნდეს, მაგრამ თუ ისინი ერთ საერთო ენასაც არ ფლობენ და სხვადასხვა საზოგადოების კუთვნილებად თვლიან თავს, ერთიან ერ-სახელმწიფოს ვერ შექმნიან. საქართველოშიც უკრაინის მსგავსი სიტუაციის შექმნის საშიშროება ძალიან მაღალია. ამ საშიშროების მთავარი მიზეზი არა რუსეთის ავი განზრახვა, არამედ ამ განზრახვის სისრულეში მომყვანი საქართველოში არსებული ნოყიერი ნიადაგია. ამ 24 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდით ქართული ნაციონალისტური პოლიტიკის გატარებას და ეთნიკურ უმცირესობების საზოგადოებიდან მოწყვეტას. ქვემო ქართლში თუ ახალციხის რაიონში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების წევრების უმრავლესობა ქართულად ან ცუდად ან საერთოდ ვერ საუბრობს, და შესაბამისად, ქართული საზოგადოების კუთვნილებად არც თვლიან თავს. ამაში დამნაშავენი ისინი კი არა ჩვენ ვართ, ვერ მოვახერხეთ ისეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომლითაც ეთნიკური უმრავლესობა და უმცირესობა ერთიან სივრცეში მოექცეოდა. ეთნიკური უმცირესობის ზოგადი განათლებაც ქართულ ენას უნდა დაეფუძნოს, რათა მოხდეს მათი სრულფასოვანი ჩართვა სამოქალაქო საზოგადოებაში. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ხმები რომ რუსეთმა საქართველოშიც შემოიტანა რუსული პასპორტები და რუსულად მოლაპარაკე ეთნიკური უმცირესობები რიგში ჩადგნენ მათ ასაღებად. საზოგადოების ერთმა ნაწილმა მოღალაატები და გასაყრელები უწოდა მათ. ჩემი აზრით, კი თუ ვინმე რუსულ პასპორტს ამჯობინებს საქართველოსას, ეს უპირველესად საზოგადოების და მთავრობის ბრალია, რადგან ვერ მოახდინეს მათი დროული და სრულფასოვანი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში.
ერი-სახელმწიფოდ სრულფასოვნად გარდაქმნისთვის აუცილებელია, მისი წევრები თავს ერთიანი საზოგადოების ნაწილად თვლიდნენ. ჩვენ კი ბევრს არაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ეროვნული უმცირესობები ქართულ საზოგადოების ცხოვრებაში ჩავრთოთ და სრულფასოვანი წევრები გავხადოთ, რითაც შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის საშიშროება რაც უკრაინის მაგალითზე დავინახეთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG