ქალთა უფლებები სახალხო დამცველის ანგარიშში
7 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის ერთი თავი - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“. ანგარიშის ამ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, აგრეთვე - ოჯახში ძალადობის საკითხზე.