ავტორი: ნია ჭაჭიაშვილი
ანტონიო დემასიო ცნობილი ნეიროფიზიოლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი თავის წიგნში „დეკარტეს შეცდომა“ ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრისის ჩვენში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მნიშვნელობაზე, ტკივილისა და სიამოვნების განცდის, გამოცდილების წვლილზე წერს. ამტკიცებს, რომ ინტელექტუალური ამოცანის გადაჭრასთან თითქოსდა კავშირის არ მქონე ფაქტორები, ზეგავლენას ახდენენ ე.წ. რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს მტიკეცებულება არა თეორიული სპეკულაციაა, არამედ პრაქტიკოსი ნეიროფიზიოლოგის კვლევებით, ექსპერიმენტულად დადასტურებული დასკვნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდუალური გამოცდილება, ჩვენი ნერვული უჯრედების პლასტურობის გამო თითოული ადამიანის ტვინს უნიკალურად აყალიბებს.
ისე როგორც ინდივიდი, ადამიანების საზოგადოების ფორმირება გარკვეულ ევოლუციის კანონზომიერებებს ემორჩილება.
მაგრამ სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით, ადამიანს განსჯის და აბსტრაქტული აზროვნების უნარი აქვს. მას შეუძლია მომავალის სურათ-ხატები წარმოიდგინოს და თავისი ქმედებები ამ სურათ-ხატების მიხედვით დაგეგმოს.
სამწუხაროდ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანები საკმაოდ იშვიათად იყენებენ ამ უპირატესობას და ძირითადად ბიოლოგიური პოპულაციის გადარჩენის კანონებით მოქმედებენ.
ის ვინც ქართულ საზოგადოებას იცნობს, თამამად იტყვის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის რაიმე გლობალური, მაგალითად ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებული საკითხის რაციონალური გადაწყვეტის პრეტენზიაც კი ფუფუნებაა.
გასაკვირი არ არის, რომ შედეგად ერთი და იგივე შეცდომებს ვიმეორებთ და ასე ვთქვათ წრეზე დავდივართ.
რაში მდგომარეობს პრობლემა? რატომ ხდება უკვე დაშვებულ შეცდომების გამეორება და ვერ ხერხდება ჩაკეტილი წრის გარღვევა?რატომ გვიჭირს "ცივი გონებით" გადაწყვეტილებების მიღება?
შორს ვარ იმ აზრისგან რომ გარე ძალის გარეშე პრობლემები, საშინაო თუ საგარეო არ მოგვარდება და სასწაულმოქმედ ძალას უნდა დაველოდოთ. ვფიქრობ, მიუხედავად შეზღუდული მოქმედების არეალისა შესაძლებელია ოპტიმალური, თვისობრივად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
მაგრამ ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება? ვის თავში უნდა ჩამოყალიბდეს აზრი, რომელიც მერე გადაწყვეტილებად იქცევა და რომელსაც მერე გარემოებათა გამო აღსრულება ან არ აღსრულება უწერია?
გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ რომელიმე საზოგადოების კოლექტიურ თავში სააზროვნო პროცესი შედგება, რომ ადამიანების ერთიანობა ერთდროულად, კოლექტიურად მოახერხებს აზრის ჩამოყალიბებას, წარსული გამოცდილებისა და ცოდნის მანიპულირების საშუალებით ახალი გონებრივი იმიჯის შექმნას.
აზრი ინდივიდის თავში იბადება. მას პარადოქსულად ახასიათებს გარკვეული უნიკალურობა და ამავე დროს უნივერსალურობა. ჩვენს აზრებს თან დაჰყვება ონტოლოგიურიგამოცდილების კვალი მაგრამ სიტყვებში ფორმირებისას ისინი უნივერსალური ხდებიან, ისე როგორც ზღვაში მოხვედრილი შუშის ნატეხები კარგავენ თავის კუთხოვანებას და უნივერსალურ სიგლუვეს იძენენ, რაც კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს.
მიუხედავად ამისა, თუ პირიქით ზუსტად ამის გამო, შესაძლებელია, რომ მსგავსი მოსაზრებები რამენიმე ადამიანის გონებაში პარალერურად დაიბადოს, მით უმეტეს თუ ამ ადამიანებს საერთო წარსული (გამოცდილება) და საარსებო გარემო აქვთ. ასეც ხდება ალბათ, მაგრამ საერთო წარსულის გარდა ამ ადამიანებს საერთო სივრცეც უნდა ჰქონდეთ ამ იდეების გასაზიარებლად და გასამჟღავნებლად.
ახლა გავიხსენოთ არის თუ არა საზოგადოების პრობლემებზე პასუხისმგებელი ადამიანების კომუნიკაციის საერთო სივრცე საქართველოში. გარემო, რომლეშიც აერთიანებს საზოგადოებზე მზრუნველ თანამოაზრეებს, სადაც ამ პრეტენზიის და პასუხისმგებლობის ადამიანებს აზრების გაცვლა შეუძლით.
თუ ამ კითხვებს გასცემთ პასუხს, არამარტო საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტაზე პრეტენზიის მქონე სოციალური ჯგუფი გახდება თქვენთვის ნათელი, არამედ ადამიანები სახელებსა და გვარებსაც კი ამოიცნობთ.მაგრამ მნიშვნელოვანი მათი იდენტიფიცირება კი არა, არამედ ადამიანების ერთობად გამაერთიანებელი ფაქტორების ამოცნობაა.
ფაქტია,რომ ასეთი პრეტენზიების მქონე ერთობები არსებობენ მაგრამ, ის ჯგუფები რომლებიც, მოდით ვიხმაროთ „საკრალური“ სიტყვა „ელიტას“, ქნიან ვერ ჭრიან საზოგადოების მიერ მათ წინაშე დასმულ ამოცანებს და საზოგადოების გადარჩენას და განვითარებას არ ემსახურებიან. სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკოსების ჯგუფები ურთიერთ ბრძოლაში და ჭიდილში კარგავენ იმ უმთავრესს, რისთვისაც ისინი არსებობენ, რაც არის საზოგადობის მიერ მათ წინაშე დასმული ამოცანა: მისი პრობლემების ამოცნობა და მათი გადაჭრის გზების დასახვა. ამ ამოცანების ჩანაცვლება კი ბრძოლის და ურთიერთდაპირისპირების იმიტაციით საზოგადოების გართობით ხდება. რაც თავისთავად ურიგო არ არის, მაგრამ გართობის დარგის პროფესიონალები ამ ამოცანას დამაკმაყოფილებლად ასრულებენ, პოლიტიკური ელიტა კი მათ სერიოზულ კონკურენციას უწევს. სინამდვილეში ასეთი მოქმედებით უსუსური ელიტა მხოლოდ თვითგადარჩენით არის დაკავებული და საზოგადოებაში არავითარი პოზიტიური წვლილი არ შეაქვს.
მას უჭირს არამარტო სტრატეგიული, არამედ საზოგადოებისთვის საჭირო პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღება, უჭირს პასუხისმგებლობის აღება და განუწყვეტელ ემოციებიურ დაძაბულობაში გვამყოფებს. მნიშვნელოვანი საკითხების უმეტესობა მოუმზადებელი, ინტელექტუალურად დაუმუშავებელი სახით გამოდის საზოგადოების სამსჯავროზე და იქვე იჭრება უმეტესად უფრო ხმამაღალი და უფრო აგრესიული დაჯგუფების სასარგებლოდ. ამგვარად უსუსრი ელიტა ცდილობს საზოგადოებასთან გაინაწილოს პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვან, მაგრამ მისი ინტელექტისათვის დაუძლეველ საკითხებზე. ამ მარტივი მანიპულაციით იგი ქმედითობას იმიტაციას ახდენს და არსებობს ინარჩუნებს.