ავტორი: ანა ბაქანიძე
14 აპრილს საქართველოში დედა ენის აღვნიშნავთ...
ამ დღეს გვეზეიმება, ხოტბას ვასხამთ, ვადიდებთ ენას, რომელსაც წელიწადის სხვა დღეებში დაუნდობლად ,,ვაბურთავებთ’’ , ვაკნინებთ, ვაბინძურებთ..
ბევრი რამ შერყეულა და დაშლილა საქართველოში საუკუნეთა მანძილზე, ტერიტორიული მთლიანობაც კი, მაგრამ ქართული ენა ყოველთვის იყო ნებისმიერი კუთხის ქართველთა გამაერთიანებელი.
სწორედ ამ სიწმინდის შესანარჩუნებლად გამოვიდა ქართველი სტუდენტობა 1978 წლის 14 აპრილს, როცა, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მოკავშირე ქვეყნების მშობლიური ენა სახელმწიფო ენად აღარ ცხადდებოდა.
14 აპრილი - ესაა დღე, როცა საქართველომ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, 1956 და 1989 წლებისგან განსხვავებით, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეძლო საკუთარი ეროვნული ღირსების დაცვა.
რუსეთის მიზანი იყო ჩამოეყალიბებინა ახალი ნაცია _ საბჭოთა ხალხი. როგორც ისტორიული ერთობა, ის მართლაც ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირი რეალურად არსებობდა, მაგრამ ეს არ იყო ნაციონალური სახელმწიფო, მასში სხვადასხვა ერი შედიოდა, რომლებმაც შეძლეს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიამ რყევა დაიწყო. ასეთ პირობებში ხელისუფლების მესვეურებმა გადაწყვიტეს, ეროვნულობის ყველა ძაფი გაეწყვიტათ და საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღოთ ჩანაწერი ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ. საზოგადოება მშობლიური ენის შევიწროებას მორჩილად ვერ შეეგუა. ალბათ, იმიტომ, რომ ქართული ენა მუდამ განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი იყო. არც არის გასაკვირი ის შეშფოთება, რომელიც კრემლის სვლამ გამოიწვია ეროვნულ ძალებში. საპროტესტო მოძრაობის ორგანიზება თავისდაუნებურად სტუდენტობამ იკისრა.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვისას თავიდან ბევრს არც კი შეუმჩნევია 75-ე მუხლში მომხდარი ცვლილება. პირველმა ამ საკითხზე ყურადღება აკაკი ბაქრაძემ გაამახვილა, მერე იყო ნოდარ წულეისკირის კრიტიკული გამოსვლა მწერალთა კავშირში, უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების სხვადასხვა კათედრის სხდომა და საბოლოოდ, სტუდენტთა პროტესტი. უნივერსიტეტში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება: ,,არ ვეთანხმებით 75-ე მუხლის ახალ რედაქციას, ძველი ფორმულირების აღდგენას მოვითხოვთ, სადაც ქართული ენა სახელმწიფო ენად არის აღიარებულიო’’. სულ 497 ხელმოწერა შეგროვდა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ მახარობლიძემ დაზღვეული ფოსტით გაგზავნა უმაღლეს საბჭოსა და ცენტრალურ კომიტეტში. ფაქტობრივად, ეს იყო ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სტუდენტთა საპროტესტო დამოკიდებულებას გამოხატავდა. სამწუხაროდ, განხეთქილება იგრძნობოდა უნივერსიტეტის ფარგლებშიც, ფილოლოგიის მიმართულების რამდენიმე სტუდენტი თავგანწირულად ცდილობდა, გაგზავნილი წერილების ქვითარი ჩაეგდოთ ხელში უფროსების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. აქ დემონსტრაციის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილიც. ზოგს მართლა აწუხებდა მოზარდების ბედი, ზოგიც ხელისულების პირდაპირ დავალებას ასრულებდა.
ასე იყო თუ ისე, აქცია მაინც შედგა, თანაც, კონკრეტული ორგანიზატორების გარეშე. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ყველაფერი სპონტანურად და თავისთავად მოხდა. 14 აპრილს უნივერსიტეტის ეზოში ჯერ 60-მდე სტუდენტი შეიკრიბა, მათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და რამდენიმე ლექტორიც შეურთდნენ. მალე ვარაზის ხევიდან მომავალი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გამოჩნდნენ. სახელდახელოდ მომზადებული ლოზუნგებით მათ ადვილად გამოარღვიეს მილიციის ჯგუფი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ კარგად იცოდა მოსალოდნელი აქციის შესახებ. სამართალდამცავები მომიტინგეებს რუსთაველის მოედანსა და სასტუმრო ,,თბილისთანაც’’ ელოდნენ, მაგრამ კორდონის გარღვევა ადვილი გამოჩნდა. ისინი თვითონვე მოუწოდებდნენ სტუდენტებს: ,,ცოტა მოგვაწექით და რკალი გაარღვიეთო’’. იმ დღეს გამოჩნდა პირველად, რომ საქართველოს მილიცია სანდო არ არის საბჭოთა ხელისუფლებისთვის, 1989 წლის 9 აპრილს კი უკვე დამტკიცდა, რომ ისინი ხალხთან ერთად არიან და არა ხალხის წინააღმდეგ.
ეს იყო წმინდა ეროვნული მოძრაობა ყოველგვარი მინარევებისა და დანაშრევების გარეშე, იმ დღეს ქართული ენის დასაცავად, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დასადგომად ათასობით ადამიანი მივიდა.
ისტორიაში შემთხვევით არაფერი ხდება: მაშინ ნაკლებად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ ამ, ერთი შეხედვით, სტიქიური სტუდენტური ამბოხით ქვეყნის ისტორიის ახალი ეტაპის ათვლა იწყებოდა, რომელსაც ეპოქალურ მოვლენათა მთელი ჯაჭვი უნდა მოჰყოლოდა და რაც სულ მალე, ათასწლეულის ბოლო ათწლეულამდე, ეროვნული სულის გათავისუფლებით უნდა დაგვირგვინებულიყო.
საქართველოს ისტორიის დიდი თარიღები, ჩვეულებისამებრ, მეწამულად იწერება ხოლმე. 1978 წლის გაზაფხულის დღეები, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა.
14 აპრილმა ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას, ფაქტობრივად, მისი ახალი ეტაპის დაწყებას.
ამ დღეს ცხადი იყო ორი რამ: პირველი _ ქართველებმა დაიწყეს აშკარა ბრძოლა საბჭოთა კავშირისგან თავის დასაღწევად და მეორე ის, რომ კრემლი თანდათან სუსტდებოდა. ქართველმა სტუდენტობამ აიძულა, უკან დაეხია იმპერიას, რომელმაც სულ მალე თავისი ჯარები შეიყვანა ავღანეთში, ხოლო პოლონეთს ხელმეორედ შეჭრით დაემუქრა!
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში გამართული დემონსტრაციის შემდეგ სახელწიფო ენად დამტკიცდა სომხური ენაც, თუმცა ერევანში ასეთი მრავალრიცხოვანი გამოსვლები არ მოუწყვიათ.
მნიშვნელოვანია მოგვიანებით გამართული აქციები ბათუმსა და სოხუმში. ამ მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ კი ვახუშტი კოტეტიშვილის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ქართული ფოლკლორული საღამოების ტრადიციას, ხალხი გაოგნებული უსმენდა სოფლებიდან ჩამოსულ უბრალო გლეხებს, ეს იყო დარბაზისა და სცენის ერთიანობა.
მოგვიანებით ქართულ ენას ძეგლიც დაუდგეს, ხოლო 14 აპრილი _ დედაენის დღედ გამოაცხადეს. როდესაც ამ გადაწყვეტილების შესათანხმებლად არნოლდ ჩიქობავასთან მივიდნენ, ასეთი პასუხი მიიღეს: ,,ენის დღის დაარსება კარგი იქნება, ოღონდაც თუკი ეს დღე დედაენის წინაშე ანგარიშგებისა იქნება და არა ზეიმისაო’’.
მსოფლიო კანონმდებლობის ისტორიაში იშვიათი და იქნებ ერთადერთიცაა უშუალოდ დემონსტრაციის შედეგად მიღებული ამგვარი საკონსტიტუციო მუხლი!
მსოფლიო ისტორიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დედაენას ძეგლი დაუდგეს!
ქართული ენის დღე ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც საბჭოთა იმპერიის პერიოდში ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა დააწესა!
1978 წელს საერთო საქმისთვის ყველას გაერთიანებამ სათანადო შედეგი გამოიღო. თუმცა ბოლომდე ქართული ენის შესანარჩუნებლად ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, 14 აპრილი დღესაც გრძელდება, რადგან მშობლიური ენის დაცვა, მისი მოვლა-პატრონობა, მისი ზნეობრივი ძალა დღესაც საჭირბოროტო პრობლემად რჩება.