Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა უნდობლობა გამოუცხადა ნიკოლოზ ანთიძეს


საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა უნდობლობა გამოუცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს. კომიტეტის განცხადებით, კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიასგან განსხვავებით, ნიკოლოზ ანთიძე არ არის დაინტერესებული პრობლემის რაციონალური მოგვარებით და უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია საყდრისის სტატუსის შესახებ. „ეს კი სააგენტოს ხელმძღვანელს ხელს უშლის ნაყოფიერ მონიტორინგში, რომელიც მინისტრმა დაავალა“ - ნათქვამია საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის განცხადებაში. მას იმედი აქვს, რომ გურამ ოდიშარიას ყველა დაპირება უმოკლეს ვადაში დოკუმენტურად გაფორმდება და სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს 22 აპრილს შეხვდა.
XS
SM
MD
LG