17 აპრილს მეხიკოში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი.
მარკესმა, რომელიც ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად არის აღიარებული, კარიერა გაზეთის რეპორტიორად დაიწყო. მისი მრავალფეროვანი შემოქმედების მწვერვალად ითვლება მაგიური რეალიზმის ჟანრში დაწერილი ეპიკური რომანი, „მარტოობის ასი წელი“, რომელიც 1967 წელს გამოიცა და მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიოს ათობით ენაზე ითარგმნა (მათ შორის, ქართულადაც).
ბოლო ხანებში გაბრიელ გარსია მარკესი ავადმყოფობდა და საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.
მარკესის გარდაცვალების გამო კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.