ავტორი: ნარი ლატარია
ჩემი შვილი მეხუთე კლასელია. არ ყოფილა ჩვენს პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მე მისი გაკვეთილები საღამოს არ ჩამებარებინოს, მაგრამ ახლა შეგნებულად შევიკავე თავი, უფრო ზუსტად, ავირიდე კიდეც; ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობ”-ს გადიან... არ შემიძლია და არ მინდა ის განვიცადო ხელახლა, რაც ბავშვობაში ამ გულისდამთუთქველი ამბის წაკითხვისას პირველად დამემართა-თითქოსდა ის საბრალო ნუკრი მე ვიყავი, მე მომიკლეს დედა, მე დავრძწოდი შიშით და მე გამომაცალეს ფეხქვეშ მიწა... თქვენ არ იცით, თუ რა მემართება სიტყვა შვლის ნუკრის გაგონებაზეც კი- გული მიწვრილდება, ცრემლები ჩემდა უნებურად მომდის. ახლაც ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს...
რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი გამოდის თავის ოთახიდან, მეხუტება, ჩაწითლებული თვალებით მიყურებს და მეუბნება: ,,დე, შენ ხომ არ მოკვდები?” როცა გაკვირვებულმა ვკითხე, თუ რატომ მეკითხებოდა ამას, მითხრა, ,,შვლის ნუკრის ნაამბობი” მაქვს გაკვეთილადო. ვიცნობ ჩემს ბიჭს, მის ხასიათს, მის ბუნებას და ვიცოდი, რომ მასაც ჩემნაირი რეაქცია ექნებოდა და როდესაც წლების წინ ვაჟას სხვა მოთხრობები წავაკითხე, დავინდე და ეს ნაწარმოები ,,დავუმალე”.
თუმცა ახლა მაინც ვერ ვუშველე... მაგრამ კაცია და აიტანოს! არა უშავს, თუ თვალები ცრემლებმა აუწვა, გული აუჩქარდა, სული აუფორიაქდა. განა ნუკრი შეიბრალა ვინმემ?! არა უშავს, თუ თავი დამნაშავედ იგრძნო იმ უმწეო ობოლი არსების წინაშე და მისი საყვედური- ,, რა დაგიშავე , ადამიანო, დედა რად მომიკალი! რა შეგიჭამა? რა დაგილია? რას ერჩოდი?”- თავის თავზე მიიღო (ისიც, ხომ ადამიანია?!). კაცია და აიტანოს, ისევ მისდა სასიკეთოდ, ჭკუის სასწავლებლად! ვაჟასაც ხომ ეს უნდა, ჩვენს სულებში ჩაგვახედოს და შეგვარცხვინოს, გაგვამწაროს!
ამას ჩემი შვილი თვითონაც კარგად მიხვდა და იცის, რომ ზოგადად ადამიანები, ამ შემთხვევაში, ყველანი ერთ ტაფაზე ვიწვით, ცუდებიც და კარგებიც, ის ვინც კლავს და ვინც არ კლავს (ასეთ დროს აზრი არა აქვს თავის მართლებას, მე ხომ არ ვკლავ) და ამიტომაც ტირის. ტირის იმ საბრალო შვლის ნუკრის გამო, იმ მოკლული დედის გამო და მკვლელი ადამიანის გამოც...
იტირეთ! ნუ მოგერიდებათ ცრემლების და ნურც სხვას განიკითხავთ ამ ცრემლების გამო! თუ გეტირებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ბუნების ღირსეული შვილი ხართ- ნამდვილი ადამიანი, კარგი ადამიანი! მერწმუნეთ, რომ ეს საუკეთესო წოდებაა!