მიმდინარე კვირა პარლამენტის წევრზე თავდასხმით დაიწყო. დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ნუგზარ წიკლაურმა, 31 მარტს განაცხადა, რომ გვიან ღამით სახლთან 7-8 პირი დახვდა, გატაცების მცდელობა კი მისმა წინააღმდეგობამ და ხმაურზე გარეთ გამოსულმა მეზობლებმა ჩაშალეს:
„ერთია, რომ მოერევი ადამიანს და მეორე, რომ აიყვანო ხელში. ეს რომ შეძლო, სრულიად უმოქმედო უნდა იყოს. მე კი ძალიან ვუწევდი წინააღმდეგობას და ვყვიროდი მთელ ხმაზე, რომ ვინმეს გაეგო. როგორც ჩანს, ეს ამბავი გაგრძელდა ასე 1,5 წუთი და ამ ხნის განმავლობაში მე შევძელი წინააღმდეგობის გაწევა და ამის შემდგომ პირველ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა ქალბატონმა გაიგონა ჩემი ხმა და დაიწყო ყვირილი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპუტატზე თავდასხმის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს. თავად ნუგზარ წიკლაური ვარაუდობს, რომ ხელისუფლების დაკვეთით გაუსწორდნენ, რადგან მან დაასახელა პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შალვა თათუხაშვილის წამებაში. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შალვა თათუხაშვილმა, რომელიც მარტის ბოლოს გარდაიცვალა, პროკურატურას 2014 წლის თებერვალში მისცა იმავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას, საწინააღმდეგო ჩვენება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საკითხი აქტუალური იყო მთელი კვირის განმავლობაში. 3 აპრილს მწვავე დაპირისპირების გამო ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც საგანგებოდ იყო მიწვეული მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე. 4 აპრილს კი საქართველოს პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს მოწმე შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 18 მარტის შემდეგ აღარ უნახავთ, ექსპერტიზის დასკვნით კი, ის 23 მარტს, 23 საათისთვის, გარდაიცვალა:
„შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ყველა დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილის სხეულს, არის მსუბუქი კატეგორიის და არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის დადგომასთან. დადგინდა, რომ გვამზე არსებული მსუბუქი დაზიანებები თეორიულადაც კი დროში არ ემთხვევა მისი პროკურატურაში ყოფნის პერიოდს“.
ამ კვირაშივე შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით:
„მკვრივი ბლაგვი საგანი მკვრივი კონსისტენციისა და ბლაგვი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანია, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვა. თუ რით არის აღნიშნული დაზიანებები, დასადგენია გამოძიების მიერ. აქვე მითითებულია, რომ გამომძიებლის მიერ შედგენილ გვამის დათვალიერების ოქმში არასრულყოფილად არის აღწერილი ის დამატებითი დაზიანებები, რომლებიც, ვიზუალური მოცემულობით, გვამს აღენიშნება“.
საპარლამენტო უმცირესობამ 2 აპრილს მოითხოვა, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების გამოსაძიებლად პარლამენტში შექმნილიყო დროებითი კომისია, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ამ კვირაში პარლამენტმა სამივე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმად, დეპუტატის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას პარლამენტის თანხმობა აღარ სჭირდება. ეს საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პროკურატურამ პარლამენტს სთხოვა ნებართვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. საპარლამენტო უმრავლესობამ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანით ახსნა, უმცირესობამ კი კვლავ პოლიტიკურ დევნად შეაფასა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ დევნად და პროკურატურის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებად შეაფასა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას, მოწმედ დაკითხვაც. პროკურატურის განმარტებით, ბოკერიას დაკითხვა უკავშირდებოდა უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებს.
2 აპრილს ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა:
„საქართველოს შეუძლია გახდეს სანიმუშო ქვეყანა რეგიონში - ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ახორციელებს ნამდვილ რეფორმებს, რასაც რეალური შედეგები მოსდევს. საქართველოს სწორი გეზი აქვს აღებული, რათა განახორციელოს თავისუფალი არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
კომისიის სხდომაზე საქართველომ ნატოსგან ქება დაიმსახურა, როგორც „უსაფრთხოების ექსპორტიორმა“ ქვეყანამ და ალიანსის არაწევრმა უმსხვილესმა კონტრიბუტორმა ავღანეთის მისიაში. 2 აპრილს ბრიუსელში არაფერი თქმულა იმის თაობაზე, თუ როდის მიიღებს საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას. თუმცა, როგორც სხდომის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ნატოელი კოლეგებისაგან ძალიან საინტერესო „მინიშნებები მოისმინა“:
„იყო საკმაოდ კონკრეტული მინიშნებებიც დღეს. განსხვავებულია ქვეყნების პოზიციები, განსხვავებული იყო, ასე ვთქვათ, მათი განცხადებები, მაგრამ ერთ რამეში ყველა იყო ერთიანი, რომ საქართველომ ძალიან დიდ პროგესს მიაღწია და რომ ეს პროგრესი ადეკვატურად უნდა იყოს ასახული შემდგომი სამიტის გადაწყვეტილებებში და ყველა არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც მოხდება“.
ბრიუსელში გამგზავრებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თბილისში შეხვდა ტუვალუს საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, შრომის და ვაჭრობის მინისტრს ტაუკელინა ფინიკასოს. მათ ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმს, რომლის თანახმად, ტუვალუმ გააუქმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ოქმის მიხედვით, ტუვალუ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუს გადაწყვეტილება იქნება მაგალითი იმ რამდენიმე ქვეყნისთვის, რომელმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა.
ამ კვირაში ცნობილი გახდა თბილისის მერობის კიდევ 2 კანდიდატის ვინაობა. ლეიბორისტულმა პარტიამ მსახიობი ასმათ ტყაბლაძე დაასახელა, ნინო ბურჯანაძის გარშემო გაერთიანებულმა პარტიებმა კი - პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ კოალიციაში "ერთიანი ოპოზიცია" „დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატები“, "მემარცხენე ალიანსი" და "ქართული დასი" გაწევრიანდნენ.

გამომძიებლის მიერ შედგენილ გვამის დათვალიერების ოქმში არასრულყოფილად არის აღწერილი ის დამატებითი დაზიანებები, რომლებიც, ვიზუალური მოცემულობით, გვამს აღენიშნება...ირაკლი ზაქარეიშვილი