ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ინდექსის გამოკვლევის თანაავტორებს უმასპინძლა. როგორც ირკვევა, 2012 წელსა და 2013 წლის პირველ ნახევარში საქართველომ გაიუმჯობესა მაჩვენებლები ინდექსის უმეტესი პარამეტრების მიხედვით. კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს უკრაინას და მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ. რამ განაპირობა საქართველოს პროგრესი და როგორია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პერსპექტივები უკრაინის მოვლენების ფონზე?
ევროპული ინტეგრაციის ინდექსის მიხედვით ფასდება ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები, რომელთა მიზანი დემოკრატიზაციის დონის გაზრდა, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და, შესაბამისად, ევროკავშირთან ურთიერთობის გაფართოებაა. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ირინა სოლონენკოს თქმით, ევროპული ინტეგრაციის ინდექსი ეყრდნობა სამ ძირითად პარამეტრს:
„გვაქვს სამი განზომილება. პირველი: „კავშირი ევროკავშირთან“, რომელიც შედგება რამდენიმე პუნქტისგან: „პოლიტიკური დიალოგი“, „ეკონომიკური ინტეგრაცია“, „დახმარება“ და სხვ. მეორე განზომილება - „დაახლოება“, რომლითაც იზომება რეფორმების პროცესი და ის, თუ რამდენად უახლოვდება ქვეყანა ევროკავშირს შიდარეფომების გატარების გზით. დაბოლოს, მესამე განზომილება - „მართვა“, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ იმართება ევროინტეგრაციის პროცესი და როგორია ევროკავშირთან სამართლებრივი ნორმების დაახლოების მექანიზმი. რაც შეეხება საქართველოს ადგილს, ის მხოლოდ მოლდავეთს ჩამორჩება. ევროკავშირთან კავშირის მიხედვით, საქართველო ასევე უთმობს პოზიციას უკრაინას, მაგრამ წინ არის ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების მიხედვით.“
პროექტის კოორდინატორის, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის თამარ პატარაიას თქმით, საქართველომ ყველაზე წარმატებული რეფორმები განახორციელა მართლმსაჯულების სისტემასა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რის გამოც საშუალო მაჩვენებლით მხოლოდ მოლდავეთს ჩამორჩა, თუმცა კვლევამ ასევე გამოავლინა ის სფეროები, რომელთა გადაუდებელი რეფორმირებაცაა საჭირო.
„საკმაოდ წარუმატებელია საქართველოში საჯარო სისტემის რეფორმის მიმართულება, რაც საქართველოს გრძელვადიანად ინსტიტუციური განვითარების სირთულეებს უქმნის. საჯარო სისტემის რეფორმა აუცილებელია იმისათვის, რომ მდგრადი გახდეს ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად მიღებული რეფორმები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ პატარაიამ.
საჯარო სისტემის რეფორმირებაზე ამახვილებს ყურადღებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეც. კახა კოჟორიძის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართულ ყოფილ და მოქმედ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა მართლმსაჯულების ხარისხის მიხედვით, არ იძლევა კმაყოფილებისა და დამშვიდების საფუძველს:
„ეს ნიშნავს იმას, რომ სხვებთან შედარებით უკეთესია, მაგრამ, თავისთავად აღებული, არსებული რეალობა არ არის კარგი. ის, რომ სასამართლოებში დღეს უკეთესი ვითარებაა, განაპირობა იმან, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალა ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო შტო. შედეგად, გაწყდა ხელისუფლების კავშირი სასამართლოებთან. ამ წყვეტის შედეგია ის, რომ მოსამართლეები უფრო თავისუფლად მოქმედებენ“.
კახა კოჟორიძის თქმით, იმისათვის, რომ მართლმსაჯულების ხარისხი არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებასა და ცალკეული პოლიტიკური ძალების კეთილ ნებაზე, საჭიროა რეფორმების გატარება სისტემის შემდგომი დახვეწის მიზნით. რეფორმების გაგრძელებისა და დაჩქარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას კახა გოგოლაშვილიც, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის“ წარმომადგენელი:
„აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია იმით, რომ რეგიონის ქვეყნები უფრო ღრმად შევიდნენ ინტეგრაციის პროცესში და ამან მიიღოს შეუქცევადი ხასიათი. უკვე ცნობილია, რომ საქართველო ზაფხულში მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას. აქ მთავარია ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შევა ძალაში შეთანხმების გაფორმებისთანავე და ისიც მნიშვნელოვანია, შემდგომში როგორ წარიმართება ქართული პროდუქციისათვის საზღვრების გახსნის პროცესი. ცხადია, ეს მოხდება ეტაპობრივად იმის მიხედვით, თუ რამდენად იქნება მზად საქართველო მარეგულირებელი და საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების თვალსაზრისით“.
კახა გოგოლაშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე რუსეთს შეიძლება ჰქონდეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დისკრედიტაციის გარკვეული მცდელობა, თუმცა უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ ინტეგრაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია.
„რუსეთის ხელისუფლებას, უბრალოდ, არასწორი გზა კი არ აქვს არჩეული მარტო, ის დამატებით შეცდომებს უშვებს, მოქმედებს პანიკურად, რეაქტიულად, ვეღარ მოქმედებს სტრატეგიულად და ეს არის იმის ნიშანი, რომ ის არის ნამდვილად დასუსტებული და ვერ გაუწევს წინააღმდეგობას იმ ობიექტურ და დადებით პროცესებს, რომელიც მიდის ამ რეგიონში“, - უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საკმაოდ წარუმატებელია საქართველოში საჯარო სისტემის რეფორმის მიმართულება, რაც საქართველოს გრძელვადიანად ინსტიტუციური განვითარების სირთულეებს უქმნის. საჯარო სისტემის რეფორმა აუცილებელია იმისათვის, რომ მდგრადი გახდეს ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად მიღებული რეფორმები...თამარ პატარაია