„თბილისის საკრებულოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკების'' ნაცვლად კომფორტული საცხოვრებელი სახლები აშენდება“, -ვკითხულობთ თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებსაიტზე. ამავე ინფორმაციის თანახმად, ეს მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რაშიც ინვესტორი, საერთო ჯამში, 600 მილიონი ამერიკული დოლარის ჩადებას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ხელისუფლება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ,ახალი კორპუსების ასაშენებლად სამშენებლოსამუშაოები დაიწყება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი არაბი ინვესტორის მიერ დაფინანსებული ექვსას მილიონდოლარიანი პროექტის განსახორციელებლად საჭირო ვადად ხუთ წელს ასახელებს. მისივე თქმით, მართალია, ჯერ მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტები, რომელთა მიხედვითაც, ე.წ. „ხრუშჩოვკები“ ახალი, მაღალსართულიანი სახლებით უნდა შეიცვალოს, ხოლო ძველ თბილისში ავარიული სახლების პრობლემა გადაწყდეს, უკვე შემუშავებულია და მათი ღირებულება ფინანსურად გაწერილი:
„შევისწავლეთ ამ პროექტის სირთულე, ვნახეთ ინვესტორი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობის ინტერესი გამოთქვა, პროექტებს კი ჩვენ ვქმნით და ჩვენ ვთავაზობთ. რაც მთავარია, ამ გზით ადგილობრვ მეწარმეებს, ადგილობრივ კომპანიებს ვასაქმებთ - ცხადია, მათ, ვინც კონკურსის წესით შეირჩევა დადააკმაყოფილებს წარმოდგენილ მოთხოვნებს, თუ რა ხარისხის, რა ფასის პროდუქტი უნდა შეიქმნას და რა ვადებში“, - ეს განცხადება ირაკლი შიხიაშვილმა 10 მარტს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, ინვესტორი კომპანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს (გზების, გვირაბების, აეროპორტების კორპუსების მშენებლობა) ერაყში, მაროკოსა და გაერთიანებული არაბეთის საამიროების სხვადასხვა ქალაქშიახორციელებს. ინვესტორი მზადაა ფინანსები თილისში ორი მიმართულების პროექტს დაახარჯოს:
„ერთია ამორტიზებული „ხრუშჩოვკები“, რომლებიც ხვალ ერთიანად დაიწყებს ნგრევას, რის გამოც 130-დან 150 ათასამდე მოქალაქე შეიძლება ქუჩაში დაგვრჩეს, და მეორე არის ძველი თბილისი, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და სადაც ყოველდღიურად გვენგრევა სახლები. ანუ ეს ფული განაწილდება სწორედ ამ ორ პროექტზე - იმ ძველი „ხრუშჩოვკების“ ნაცვლად ავაშენებთ ახალ მრავალსართულიან სახლებს, სხვა დიზაინით და განაშენიანებით, და მოხმარდება ძველ თბილისს, ოღონდ ისე, რომ ზუსტად ისეთივე იერსახე შეუნარჩუნდება, როგორც დღეს აქვს, რადგან ძველი თბილისი ძეგლებითაა სავსე და არაფრის შეცვლა იქ არ შეიძლება“.
საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის ხელმძღვანელი სალემ ჰუმეიდ ალ შამსი მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომსამუშაოები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, სავარაუდოდ, ოთხ თვეში დაიწყება. მეტ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე ინვესტორი თავს იკავებს.
ცნობილია ის, რომ ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ახალი კორპუსებით ჩანაცვლების კონცეფციაზე მუშაობა, დაახლოებით, ერთ თვეში უნდა დასრულდეს– ეს განცხადება 11 მარტსთბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ნიკო ხაჩირაშვილმა გააკეთა. მანვე შენიშნა, რომ პროცესში ჩართულები იქნებიან ექსპერტები, ურბანისტები და არქიტექტორები.
არქიტექტორი ცირა ელისაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის, როგორც უკვე შემდგარი ფაქტის, შესახებ საზოგადოება მხოლოდ ერთი მოკლე ნიუსით არ უნდა იგებდეს. და მეორეც:
„მანამ, სანამ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, ვფიქრობ, უნდა დაფიქსირდეს ქალაქის და მთავრობის პოზიცია, საბინაო ფონდის შესახებ თუ როგორი ხედვა აქვს მას. განსახლების სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ საზოგადოებამ არ იცის, იმავე „ხრუშჩოვკებთან“ მიმართებით როგორი პოლტიკა უნდა განახორციელოს ქალაქმა. ამის დოკუმენტი უნდა არსებობდეს, რომელზეც არქიტექტორები და ურბანისტები იმუშავებენ“.
ქალაქის ძველი ნაწილი კიდევ უფრო ფაქიზი თემაა. ძველ ქალაქში, ცირა ელისაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, მდგრადობის თვალსაზრით, უპრობლემო სახლი არ დგას. ბევრი ეს ავარიული სახლი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც კანონი იცავს. შესაბამისად, არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ საკითხზეარა იმდენად მერიის, არამედ კულტურის სამინისტროს, როგორც პოლიტიკის გამტარებლის,პოზიცია, რაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იქნეს გააზრებული, რა სურათი შეიძლება მივიღოთ ამ პროექტის შედეგად თბილისის ძველ ნაწილში.
თბილისში მდგარი ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ექპლუატაციის ვადამ უკვე ორჯერ გადააჭარბა დასაშვებ ვადას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი ქალაქს ამახინჯებენ, - გვეუბნება არქიტექტორი ირაკლი ჟვანია და თავისთავად მათი დანგრევის იდეას მიესალმება, თუმცა მთავარი კითხვა მისთვისაც არის ის, თუ რას მივიღებთ მათი დანგრევის შემდეგ, რადგან დეტალური ინფორმაცია არც მას და არც მის კოლეგებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ. ირაკლი ჟვანია საუბრობს იმაზე, რა შეცდომა არ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ და რა უნდა გაითვალისწინოს ასეთი გრანდიოზული პროექტის წამოწყებისას იმისათვის, რომ ქალაქის იერსახე უარესად არ დაზიანდეს:
„საინტერესოა, როგორ არის ყველა ეტაპი გაწერილი, საიდან დაიწყება. არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საინტერესოა, თუკი მთელი უბნების დემონტაჟი მოხდება, მაშინ რას მივიღებთ მათ ადგილას, გამოცხადდება თუ არა კონკურსები, თუპროექტებს პირდაპირ დაუკვეთენ კონკრეტულარქიტექტორებს და ურბანისტებს. როგორ დაგეგმარებას მივიღებთ ასეთ უბნებში, ხომ არ მოხდება იქაც იგივე, რაც ქალაქის არაერთ ნაწილში უკვე მოხდა - ფართის მაქსიმალურ ათვისებას ვგულისხმობ, რაც სიმჭიდროვეს ზრდის“.
ირაკლი ჟვანიას აზრით, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ქალაქის ძველ ნაწილშიც - რა უნდა აღდგეს და რისი შენარჩუნებაა შეუძლებელი. სწორედ ამიტომ ისიცმიიჩნევს, რომ პროცესი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს და მასში ხელისუფლებამ ის ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორები უნდა ჩართოს, რომლებიც ძველ თბილისს კარგად იცნობენ:
„თუ პირდაპირ მივადექით ძველ ქალაქს და რაღაცები დავანგრიეთ იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი ავაშენოთ, ამას უკვე არც რეკონსტრუქცია ჰქვია და არც რესტავრაცია, ეს უკვე კოპირებაა, რასაც ფასი აღარ გააჩნია. ფასი სწორედ იმ სიძველეს აქვს, რაც ძველ თბილისში ჯერ კიდევ არის“.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი არაბი ინვესტორის მიერ დაფინანსებული ექვსას მილიონდოლარიანი პროექტის განსახორციელებლად საჭირო ვადად ხუთ წელს ასახელებს. მისივე თქმით, მართალია, ჯერ მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტები, რომელთა მიხედვითაც, ე.წ. „ხრუშჩოვკები“ ახალი, მაღალსართულიანი სახლებით უნდა შეიცვალოს, ხოლო ძველ თბილისში ავარიული სახლების პრობლემა გადაწყდეს, უკვე შემუშავებულია და მათი ღირებულება ფინანსურად გაწერილი:
ერთია ამორტიზებული „ხრუშჩოვკები“, რომლებიც ხვალ ერთიანად დაიწყებს ნგრევას, რის გამოც 130-დან 150 ათასამდე მოქალაქე შეიძლება ქუჩაში დაგვრჩეს, და მეორე არის ძველი თბილისი, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და სადაც ყოველდღიურად გვენგრევა სახლები...ირაკლი შიხიაშვილი
„ერთია ამორტიზებული „ხრუშჩოვკები“, რომლებიც ხვალ ერთიანად დაიწყებს ნგრევას, რის გამოც 130-დან 150 ათასამდე მოქალაქე შეიძლება ქუჩაში დაგვრჩეს, და მეორე არის ძველი თბილისი, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და სადაც ყოველდღიურად გვენგრევა სახლები. ანუ ეს ფული განაწილდება სწორედ ამ ორ პროექტზე - იმ ძველი „ხრუშჩოვკების“ ნაცვლად ავაშენებთ ახალ მრავალსართულიან სახლებს, სხვა დიზაინით და განაშენიანებით, და მოხმარდება ძველ თბილისს, ოღონდ ისე, რომ ზუსტად ისეთივე იერსახე შეუნარჩუნდება, როგორც დღეს აქვს, რადგან ძველი თბილისი ძეგლებითაა სავსე და არაფრის შეცვლა იქ არ შეიძლება“.
საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის ხელმძღვანელი სალემ ჰუმეიდ ალ შამსი მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომსამუშაოები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, სავარაუდოდ, ოთხ თვეში დაიწყება. მეტ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე ინვესტორი თავს იკავებს.
განსახლების სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ საზოგადოებამ არ იცის, იმავე „ხრუშჩოვკებთან“ მიმართებით როგორი პოლტიკა უნდა განახორციელოს ქალაქმა...ცირა ელისაშვილი
არქიტექტორი ცირა ელისაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის, როგორც უკვე შემდგარი ფაქტის, შესახებ საზოგადოება მხოლოდ ერთი მოკლე ნიუსით არ უნდა იგებდეს. და მეორეც:
„მანამ, სანამ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, ვფიქრობ, უნდა დაფიქსირდეს ქალაქის და მთავრობის პოზიცია, საბინაო ფონდის შესახებ თუ როგორი ხედვა აქვს მას. განსახლების სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ საზოგადოებამ არ იცის, იმავე „ხრუშჩოვკებთან“ მიმართებით როგორი პოლტიკა უნდა განახორციელოს ქალაქმა. ამის დოკუმენტი უნდა არსებობდეს, რომელზეც არქიტექტორები და ურბანისტები იმუშავებენ“.
ქალაქის ძველი ნაწილი კიდევ უფრო ფაქიზი თემაა. ძველ ქალაქში, ცირა ელისაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, მდგრადობის თვალსაზრით, უპრობლემო სახლი არ დგას. ბევრი ეს ავარიული სახლი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც კანონი იცავს. შესაბამისად, არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ საკითხზეარა იმდენად მერიის, არამედ კულტურის სამინისტროს, როგორც პოლიტიკის გამტარებლის,პოზიცია, რაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იქნეს გააზრებული, რა სურათი შეიძლება მივიღოთ ამ პროექტის შედეგად თბილისის ძველ ნაწილში.
საინტერესოა, როგორ არის ყველა ეტაპი გაწერილი, საიდან დაიწყება. არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საინტერესოა, თუკი მთელი უბნების დემონტაჟი მოხდება, მაშინ რას მივიღებთ მათ ადგილას...ირაკლი ჟვანია