სასამართლოს მიერ უფლებამოსილებაშეჩერებული თბილისის მერი გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ 12 მარტს დანიშნულ სასამართლო პროცესზე პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვს. ამის საფუძველს გიგი უგულავას აძლევს პროკურორის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ, 6 მარტს პროკურატურაში გამოუცხადებლობის გამო, შესაძლოა აღვეთის ღონისძიება, გირაო, შეიცვალოს მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. რატომ ვერ გამოცხადდა გიგი უგულავა პროკურატურაში და რატომ მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიგი უგულავას შესაძლო დაკავებას წინასაარჩევნო პროვოკაციად?
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ თავის ფეისბუკის გვერდზეც გამოაქვეყნა პროკურორის ოქმი, საიდანაც ვიგებთ, რომ გიგი უგულავა 6 მარტს უნდა გამოცხადებულიყო მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, თუმცა ის ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა „ევროპის სახალხო პარტიის“ შეკრებაზე, რის გამოც პროკურატურაში ვერ მივიდოდა. პროკურატურის ოქმში, რომელიც 2014 წლის ნაცვლად 2013 წლის 5 მარტითაა დათარიღებული, აღნიშნულია: „მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს, რომლის მიმართაც აღვეთის ღონისძიების სახით შერჩეულია გირაო, თუ დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, გირაო შეეცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გიგი უგულავამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია“.
გიგი უგულავა პროკურატურიდან უწყების მისვლას ხელისუფლების კლანურ მმართველობას უკავშირებს და ამბობს, რომ დაპატიმრების არ ეშინია:
“ძნელია საქართველოს მთავრობის და პროკურატურის ლოგიკას მისდიოს ნორმალურმა ადამიანმა. უწყება, რომელიც ჩემს ადვოკატებს ჩაბარდათ ჩემი არყოფნის დროს, უტიფართან ერთად, იმდენად აბსურდულია, რომ გეოგრაფიის უვიცობასაც შეიცავს და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენად ზერელედ და არაპროფესიონალურად არის შედგენილი, რომ 2013 წლის 5 მარტით არის დათარიღებული და არა 2014 წლის. ამიტომ ამაზე ბევრ საუბარს არ ვაპირებ. რამ გაავეშა ეს მთავრობა მაინცდამაინც ახლა, ამაზე შემიძლია მხოლოდ ვიმარჩიელო. ერთი რამ კი ვიცი, რომ ეს იყო და არის პირდაპირ დაკავშირებული იმ პასუხგაუცემელ კითხვებთან, რომელიც პირადად ივანიშვილის და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, საქმიანობას ეხება. დროის ამ პერიოდში უჩა მამაცაშვილის დის ქმარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და, საერთოდ, ამ მთავრობის მართვის სტილი თავიდან ბოლომდე არის კლანური”.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კამპანიას გეგმავს, ვინაიდან გიგი უგულავაა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსი, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური:
„მიმდინარეობს გამოცხადებული, დეკლარირებული პოლიტიკური დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე. თვით ის ფაქტი, რომ ეს უწყება გაგზავნილი იყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ გიგი უგულავამ უკვე გადაკვეთა საზღვარი და მიემგზავრებოდა უცხოეთში, ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს. მათ იციან, რომ იწყება საარჩევნო კამპანია, გიგი უგულავა არის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ჩვენს წინასაარჩევნო შტაბში და ეს პრიმიტიული ხერხები სწორედ ამისათვის არის გამოყენებული“.
იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გამოიყენებს პიარისთვის გიგი უგულავას შესაძლო პატიმრობის თემას, დარწმუნებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი გია ვოლსკი. თუმცა მისთვის ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაიმე პოლიტიკური მორატორიუმი გამოცხადდეს სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე:
„რასაკვირველია, გამოიყენებს. გიგი უგულავა გარკვეულად ფიგურაა, რომელიც ოდიოზურ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. ახლა რომ დააკანონონ, ან რაღაც აღკვეთის ღონისძიება მიიღონ მის მიმართ, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იზეიმებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც უპირატესობა მოვიპოვეთ. რასაკვირველია, ამას ექნება შეფასებები, პოლიტიკური სარჩულიც დაედება, საზოგადოებაში დამატებითი ღელვის მიზეზიც გახდება, მაგრამ ამის გამო ჩვენ სასამართლოს ვუკარნახოთ მისი გადაწყვეტილება რა უნდა იყოს, რომ ასეთ პერიოდში ნუ მიიღებ ასეთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს ზედმეტ კითხვებს გააჩენს ჩვენ მიმართ, არასწორი მგონია. ყველა უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სასამართლო არსებობს და სასამართლოს გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელსაც ძნელად თუ შეედავები და არ არის მიღებული პროკურატურის კარნახით. აი, ეს არის მთავარი ფორმულა“.
პოლიტიკურის გარდა, გიგი უგულავას ადვოკატი გიზო უგულავა პროკურატურის ოქმის სამართლებრივ საფუძვლებზე ც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად ხელოვნური საფუძვლები იქმნება, რაც სწორედ პოლიტიკურ ნაწილზე მიუთითებს. გიზო უგულავა ამბობს, რომ გაფრთხილების გონივრულობაც ეჭვქვეშ დგება, ვინაიდან იმ დღეს გიგი უგულავას, როცა ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო პროკურატურაში, მით უფრო, რომ მას სასამართლოს მიერ არ ჰქონია აკრძალული გადაადგილება და საქართველოს დატოვება და ასევე არ ჰქონია ვალდებულება, წინასწარ ჩაეყენებინა ბრალდების მხარე საქმის კურსში, რომ ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას:
„თითქოს გიგი უგულავა არ უნდა წასულიყო უცხოეთში და თითქოსდა და მას ეს აკრძალული ჰქონდა და შემდეგ დასკვნა აქვს გაკეთებული პროკურორს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გირაო ჰქონდა შეფარდებული და გაფრთხილებული იყო, რომ გირაოს დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, თვითონ ეს დასკვნაა მოკლებული სამართლებრივ საფუძველს და, აქედან გამომდინარე, ხელოვნურად თვითონ ამ დოკუმენტის შექმნა უკვე მიუთითებს იმ გარემოებაზე და იმის მცდელობაზე, რომ შესაძლოა ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდეს და დააყენოს ბრალდების მხარემ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ“.
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობას შეეხება, 12 მარტს 11 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ პროცესზე გაირკვევა, იშუამდგომლებს თუ არა პროკურატურა, გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდოს.
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ თავის ფეისბუკის გვერდზეც გამოაქვეყნა პროკურორის ოქმი, საიდანაც ვიგებთ, რომ გიგი უგულავა 6 მარტს უნდა გამოცხადებულიყო მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, თუმცა ის ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა „ევროპის სახალხო პარტიის“ შეკრებაზე, რის გამოც პროკურატურაში ვერ მივიდოდა. პროკურატურის ოქმში, რომელიც 2014 წლის ნაცვლად 2013 წლის 5 მარტითაა დათარიღებული, აღნიშნულია: „მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს, რომლის მიმართაც აღვეთის ღონისძიების სახით შერჩეულია გირაო, თუ დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, გირაო შეეცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გიგი უგულავამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია“.
გიგი უგულავა პროკურატურიდან უწყების მისვლას ხელისუფლების კლანურ მმართველობას უკავშირებს და ამბობს, რომ დაპატიმრების არ ეშინია:
მიმდინარეობს გამოცხადებული, დეკლარირებული პოლიტიკური დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე. თვით ის ფაქტი, რომ ეს უწყება გაგზავნილი იყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ გიგი უგულავამ უკვე გადაკვეთა საზღვარი და მიემგზავრებოდა უცხოეთში, ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს...ნუგზარ წიკლაური
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კამპანიას გეგმავს, ვინაიდან გიგი უგულავაა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსი, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური:
„მიმდინარეობს გამოცხადებული, დეკლარირებული პოლიტიკური დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე. თვით ის ფაქტი, რომ ეს უწყება გაგზავნილი იყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ გიგი უგულავამ უკვე გადაკვეთა საზღვარი და მიემგზავრებოდა უცხოეთში, ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს. მათ იციან, რომ იწყება საარჩევნო კამპანია, გიგი უგულავა არის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ჩვენს წინასაარჩევნო შტაბში და ეს პრიმიტიული ხერხები სწორედ ამისათვის არის გამოყენებული“.
გიგი უგულავა გარკვეულად ფიგურაა, რომელიც ოდიოზურ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. ახლა რომ დააკანონონ, ან რაღაც აღკვეთის ღონისძიება მიიღონ მის მიმართ, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იზეიმებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც უპირატესობა მოვიპოვეთ...გია ვოლსკი