ავტორი: ვაკო შამუგია
საკითხი, რომელსაც მინდა რომ შევეხო ერთი შეხედვით არ არის აქტუალური, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ უნდა შევეხოთ. რატომღაც ეს თემა ტაბუდადებულია. საზოგადოების ნაწილისათვის მასზე საუბარიც კი ამორალურობის პიკი და „ნიტო პონტია“, ნაწილს კი უბრალოდ არ აინტერესებს. ამ „საქმეში“ ჩართულთა უსაფრთხოებასა და უფლებებზე კი შესაბამისად თითქმის არავინ ზრუნავს. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. თანაც, რაც მალე მით უკეთესი.
მე პირადად ვარ მომხრე ! რატომ ?
• ეს არის საუკეესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისათვის. ( სამართალდამცავების მიერ თითქმის სრულ კონტროლზე იქნება აყვანილი ეს სფერო, შესაბამისად მასში დასაქმებული პირების ასე ვთქვათ, ასავალ-დასავალი მათთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნება. სექსმონობის მსხვერპლი ბევრი ადამიანი ხდება, მათ შორის საქართველოში. ეს ნაბიჯი კი შეამცირებს ამ საფრთხეს.)
• სექს-ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება დაცული იქნება და აღარ ექნება ადგილი მათზე ძალადობას.
• სექსმუშაკთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაკონტროლდება ჯან-დაცვის სამინისტროს მიერ, რაც შეამცირებს ვენერიულ დაავადებათა გავრცელების რისკს;
• ვერავინ შესძლებს ამ ბიზნესში არასრულწლოვანთა ჩართვას;
• ის ფული, რაც ამ ინდუსტრიაში ტრიალებს შევა ბიუჯეტში, ნაცვლად იმისა, რომ დაილექოს სადღაც, არც თუ ისე პატიოსანი ადამიანების ჯიბეებში;
პროსტიტუცია უძველესი პროფესიაა და თვით „ყოვლისშემძლე კომუნისტებმა“ ვერ მოახერხეს მისი მოისპობა, რადგანაც ეს ფიზიკურად შეუძებელია. ის, ასე ვთქვათ, აუცილებელი ბოროტებაა, ამიტომ, საჭიროა მისი კონტროლის ქვეშ აყვანა სახელმწიფოს მიერ, რათა თავიდან აცილებულ იქნას სექსმონობა, ტრეფიკინგი, პედოფილია ....
მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოები თავისი მოწოდების სიმაღლეზე იდგებიან და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ.
შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ პროსტიტუციის ლეგალიზება არ არის გამოსავალი და მაგალითად თურქეთი მოიყვანოს, სადაც მიუხედავად ლეგალიზებისა, ტრეფიკინგის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მთავარი რამ, მასშტაბები. თუმცა კი ისიც აღსანიშნავია, რომ თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ხშირად ყოფილან მხილებულნი კორუფციაში. საბედნიეროდ მსგავსი ფაქტები მათ ქართველ კოლეგებზე ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ თითქმის არ გვსმენია.
ნუ იდეის მოწინააღმდეგენი, ძირითადად "ჩმდდშვც ვიყო ქრისტიანი ვარ ბრატ" ტიპები (რომლებიც სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების საააკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ) იქნებიან, მიზეზით „მეობასა და ქართველობას მართმევენ“-ო, მაგრამ დამიჯერეთ მათი უდიდესი ნაწილი პირადად იცნობს თბილისის საროსკიპოების მომსახურე პერსონალს, შესაბამისად მათ ამ საკითხზე ხმის ამოღების მორალური უფლება არ აქვთ, მაგრამ მორალზე რატომღაც ყველაზე ხშირად და ხმამაღლე ისინი საუბრობე.
თუმცა კი საკითხავია, რა უფრო ამორალურია, შეზარხოშებულმა ძმაკაცის 14 წლის შვილს ხელი დაავლო, წაიყვანო „ნაშებში“, მის თვალწინ ეღადავო და დამცინავი ტონით ევაჭრო იმ მეძავს, რომელიც იქ შეიძლება იმიტომ დგას, რომ არაკაცი ქმარი შეხვდა, რომელმაც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიაგდო, რომელთაგანაც ერთს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და ყოველივე ამის მერე შენს მეობაზე, ქრისტიანულობაზე, ვაჟკაცობაზე, ქართველობასა და ქალის პატივისცემაზე ილაპარაკო, თუ პროსტიტუციის ლეგალიზება მოითხოვეო ეგ კიდევ საკითხავია.
მაგრამ კინაღამ დამავიწყდა, რომ მორალი საქართველოში პირობითი ცნებაა, რომელსაც ყველა ისე უდგება, როგორც „ხოში“ აქვს...