საქართველოს ოკუპაციის და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო რუსეთს პროტესტი გამოუცხადეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც დღეს დილით თბილისიდან გაემგზავრნენ შიდა ქართლის სოფელ ატოცისკენ. რუსმა სამხედროებმა გარკვეული პაუზის შემდეგ სწორედ ატოცთან განაახლეს მავთუხლართების გავლება.
„ოკუპანტი, ოკუპანტი!“ - ამ შეძახილებით რამდენიმე ასეული მოქალაქე სოფელ ატოცში იმ მავთულხლართებთან მივიდა, რომლებსაც რუსეთის მესაზღვრეები ავლებენ. შემდეგ იყო უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.
„არა ოკუპაციას“, „შორს ხელები საქართველოსგან და უკრაინისგან“, „რუსებო, წადით სახლში“ - ტრანსპარანტები, ამ წარწერებით, აქციის მონაწილეებმა მავთულხლართებს მიღმა მდგომი რუსეთის მესაზღვრეების თვალწინ გაშალეს, რომლებმაც დურბინდები და ვიდეოკამერები მოიმარჯვეს და აქციის გადაღება დაიწყეს. მავთულხლართებსა და აქციის მონაწილეებს შორის ქართველი პოლიციელები ჩადგნენ, რომლებიც თბილისიდან სოფელში ჩასულ სტუმრებს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ. აქციის ერთი მონაწილე, საქართველოს დროშით, მაინც წინ გაიჭრა და მავთულხლართებთან მიირბინა. ამ დროს ვითარება დაიძაბა, რადგან მეორე მხარეს რუსებმა დამატებითი ძალების მობილიზება დაიწყეს. ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი მესაზღვრეების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. დროშიანი ახალგაზრდა ქართველმა პოლიციელებმა სწრაფად უკან დააბრუნეს. მავთულხლართებთან დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი რობერტ გაზაევი ადგილობრივი ტელევიზიის თანხლებით გამოჩნდა და ხელების ქნევა დაიწყო, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.
აქციის მონაწილეებს შორის იდგა ერთი ხანშიშესული კაცი, რომელმაც ხაშურის რაიონის სოფელ ფლევიდან ატოცამდე 8 კილომეტრი ფეხით გამოიარა. თეიმურაზ ცხოვრებაძემ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს თავი იმისთვის მიანება, რომ ატოცში აქციას შეერთებოდა და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია გაეპროტესტებინა.
ატოცის რწმუნებული მარიამ გულისაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართებს მიღმა 30 ჰექტარი მიწა აღმოჩნდა.
ერთად დგომა იქნება საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საწინდარი, მიიჩნევს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ რჩეულიშვილი.
თბილისიდან ჩასულ აქციის მონაწილეებს ატოცელებიც შეუერთდნენ. მსახიობი მიხეილ მესხი აცხადებს, რომ ეს აქცია, ოკუპაციის გამო პროტესტის გარდა, ატოცელების გასამხნევებლად ჩატარდა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი მასხარაშვილი, ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის, უკრაინელების მიმართ სოლიდარობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების შედეგად, რუსეთი უნდა დასუსტდეს.
აქცია ატოცში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ კი სტუმრებმა სოფელში გადაინაცვლეს და იქ შეკრებილ ქალბატონებს დედის დღესთან დაკავშირებით იების თაიგულები მიართვეს.