თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვანო მერაბიშვილს - „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელსაც ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, ანუ დამამძიმებელი გარემოებებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, 2011 წლის 25-26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიტინგის დასაშლელად ვანო მერაბიშვილმა გასცა „ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმის“ ბრძანება, რომლის საფუძველზეც განზრახ იქნა გამოყენებული გადაჭარბებული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ. განაჩენის გამოცხადებისას თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან შეკრებილი იყვნენ ვანო მერაბიშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
„ვანო ციხეში“ - ასე სკანდირებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ წევრები, რომლებსაც ზურაბ ქადაგიძე ხელმძღვანელობდა და რომლებიც სტვენითა და შეძახილებით ხვდებოდნენ პროცესზე მისულ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებს:
„ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც დღეს რიგით პოლიციელებს აბრალებს ძალის გამოყენებასა და უფლებამოსილების გადაცდომას, მაშინ როცა თვითონ იძლეოდა ბრძანებებს. ყველას ახსოვს მისი ნათქვამი, რომ ორი გვამი სჭირდება მას. წარმოიდგინეთ, 26 მაისს რას იტყოდა. 26 მაისი არის ვანო მერაბიშვილის კისერზე და ამის გამო მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელი უნდა მიუსაჯოს“.
მიუხედავად ამგვარი რადიკალიზმისა, ზურაბ ქადაგიძე და მისი ორგანიზაციის წევრები კმაყოფილები დარჩნენ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილი გამართლდა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბრალდებაში, ანუ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფას. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ განაცხადა:
„ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბე“ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე 1,6 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ¼-ით და დანიშნულ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4,5 წლის ვადით“.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსმენის შემდეგ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ განაჩენის დასაბუთებული ვერსიის გაცნობის შემდეგ აუცილებლად გაასაჩივრებს და მიმართავს სააპელაციო სასამართლოს:
„მიუხედავად იმისა, რომ პატივისა და ღირსების ნაწილში გამართლებული იქნა ბატონი მერაბიშვილი, ჩვენ ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ. ეს ფორმალურადაც გვჭირდება იმის გამო, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგის სასამართლოში და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული. მიგვაჩნია, რომ ბატონი მერაბიშვილი უკანონოდ იქნა დამნაშავედ ცნობილი. არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას და მივიღეთ ეს განაჩენი“.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატებისგან განსხვავებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ კმაყოფილი დატოვა ბრალდების მხარე. პროკურორ ნათია მეზვრიშვილის თქმით, 27 თებერვალს მართლმსაჯულებამ იზეიმა:
„დღევანდელი განაჩენი ეკუთვნის იმ ასობით მოქალაქეს, რომლებმაც 26 მაისს პოლიციის მიერ გამოვლენილი ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ადეკვატური, რადგანაც მან მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ძალადობით ჩადენილ უფლებამოსილების გადამეტებაში“.
ბრალდების ამ განცხადების პასუხად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება პოლიციისა და პროკურატურის დახმარებით ებრძვის ოპოზიციას და ცდილობს მის დასუსტებას ლიდერების დაპატიმრებით. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე.
„ხელისუფლება ნერვიულობს და მიიჩნევს, რომ ოპონენტების დევნა არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც უნდა გაუმკლავდეს მას. სასამართლო პროცესის მიმდინარეობაში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია. ყველას კარგად ახსოვს 26 მაისის აქციის ორგანიზატორთა განცხადება, რომ ისინი ცოცხალი თავით არ დატოვებდნენ რუსთაველს და გაუწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციას. საუბარი იყო მოლოტოვის კოქტეილებზე, გრუს სპეცნაზის შემოსვლაზე საქართველოში და ასე შემდეგ“, უთხრა ვახტანგ ბალავაძემ რადიო თავისუფლებას.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ იმასაც აცხადებენ, რომ სწორედ მათი გენერალური მდივანი არის თანამედროვე, კორუფციისგან თავისუფალი პოლიციის ფუძემდებელი, რის შესახებაც თავის ბოლო სიტყვაში თავად ვანო მერაბიშვილმაც ილაპარკა:
„ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ საქართველოს ისტორიაში მე შევქმენი ისეთი პოლიცია, რომელიც იქცა არაკორუმპირებულობისა და ეფექტურობის სიმბოლოდ. საქართველოში ქართული პოლიციის ისტორია გაიყოფა ორ პერიოდად: ვანო მერაბიშვილამდე და ვანო მერაბიშვილის შემდგომ პერიოდებად. არ მეშინია გამამტყუნებელი განაჩენის. უბრალოდ, მინდა, რომ ჩრდილი არ მიადგეს ქართულ მართლმსაჯულებას“.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მხოლოდ საჩივრების ყველა ინსტანციის სასამართლოში განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი, შეუმცირდება თუ არა ვანო მერაბიშვილს სასჯელი და შთანთქავს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი.
„ვანო ციხეში“ - ასე სკანდირებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ წევრები, რომლებსაც ზურაბ ქადაგიძე ხელმძღვანელობდა და რომლებიც სტვენითა და შეძახილებით ხვდებოდნენ პროცესზე მისულ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებს:
„ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც დღეს რიგით პოლიციელებს აბრალებს ძალის გამოყენებასა და უფლებამოსილების გადაცდომას, მაშინ როცა თვითონ იძლეოდა ბრძანებებს. ყველას ახსოვს მისი ნათქვამი, რომ ორი გვამი სჭირდება მას. წარმოიდგინეთ, 26 მაისს რას იტყოდა. 26 მაისი არის ვანო მერაბიშვილის კისერზე და ამის გამო მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელი უნდა მიუსაჯოს“.
ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბე“ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით...ხათუნა ხარჩილავა
„ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბე“ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე 1,6 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ¼-ით და დანიშნულ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4,5 წლის ვადით“.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსმენის შემდეგ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ განაჩენის დასაბუთებული ვერსიის გაცნობის შემდეგ აუცილებლად გაასაჩივრებს და მიმართავს სააპელაციო სასამართლოს:
„მიუხედავად იმისა, რომ პატივისა და ღირსების ნაწილში გამართლებული იქნა ბატონი მერაბიშვილი, ჩვენ ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ. ეს ფორმალურადაც გვჭირდება იმის გამო, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგის სასამართლოში და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული. მიგვაჩნია, რომ ბატონი მერაბიშვილი უკანონოდ იქნა დამნაშავედ ცნობილი. არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას და მივიღეთ ეს განაჩენი“.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატებისგან განსხვავებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ კმაყოფილი დატოვა ბრალდების მხარე. პროკურორ ნათია მეზვრიშვილის თქმით, 27 თებერვალს მართლმსაჯულებამ იზეიმა:
„დღევანდელი განაჩენი ეკუთვნის იმ ასობით მოქალაქეს, რომლებმაც 26 მაისს პოლიციის მიერ გამოვლენილი ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ადეკვატური, რადგანაც მან მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ძალადობით ჩადენილ უფლებამოსილების გადამეტებაში“.
ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ საქართველოს ისტორიაში მე შევქმენი ისეთი პოლიცია, რომელიც იქცა არაკორუმპირებულობისა და ეფექტურობის სიმბოლოდ. საქართველოში ქართული პოლიციის ისტორია გაიყოფა ორ პერიოდად: ვანო მერაბიშვილამდე და ვანო მერაბიშვილის შემდგომ პერიოდებად...ვანო მერაბიშვილი