თბილისში დიმიტრი გულიას ძეგლი გაიხსნა
14 თებერვალს თბილისში გაიხსნა აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი გულიას რესტავრირებული ძეგლი. წელს დიმიტრი გულიას დაბადებიდან 140 წელი სრულდება. დიმიტრი გულიამ რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, ასევე ის იყო პირველი აფხაზური გაზეთის, "აფსნის" რედაქტორი. მან 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.