Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებისა და სამთავრობო ჯარის დაპირისპირება კიევში


კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს 9 დეკემბერს, საღამოს, გზა გადაუღობეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის მოსამსახურეებმა. მხარეთა შორის რამდენიმეჯერ მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა. ორშაბათსვე უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პოლიცია შეიჭრა პარტიის კიევის შტაბბინაში. ჩვენი რადიოს კიეველი კორესპონდენტების ცნობით, უშიშროების ძალები შეუდგნენ კიევის ცენტრში დემონტრანტების ბარიკადების აღებას. ეს ბარიკადები ბლოკავს მთავრობის შენობებს. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები იღებენ, ასევე, კარვებს, რომლებიც კიევის ცენტრში დემონსტრანტებმა აღმართეს.

XS
SM
MD
LG