Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლმა ძებნილთა სიაში შეიყვანა


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინტერპოლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამ ცნობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, დავით კეზერაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით რამდენიმე მუხლით, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე აღძრულ საქმეში კი ფიგურირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და აღმსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა, მტკიცებულების ფალსიფიკაციაში. დავით კეზერაშვილი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში საფრანგეთში იმყოფება. იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელი კი უცნობია.
XS
SM
MD
LG