Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყდა რკინიგზელთა გაფიცვა


"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა ნაწილის გაფიცვა შეწყდა. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა, სადაც ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამის დასტურად მათ შორის ოქმიც გაფორმდა. რკინიგზელთა ნაწილი გუშინ გაიფიცა, ისინი პროტესტის ერთადერთ მიზეზად სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ასახელებდნენ. "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მოთხოვნა იყო ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურება, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი და პრემიალური სისტემა. მისივე თქმით, რკინიგზის ხელმძღვანელობასთან სამივე საკითხზე შედგა შეთანხმება. "საქართველოს რკინიგზის" ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის განცხადებით, პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონტრუქციული დიალოგი შედგა. "საუბრისას გამორიცხულ იქნა ყოველგვარი რადიკალური მოთხოვნები და შეთანხმება იქნა მიღწეული რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე. ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე", - აღნიშნა ირაკლი ტიტვინიძემ.
XS
SM
MD
LG