Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა აფართოებს შიდსთან ბრძოლის პროგრამას


ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს გააფართოოს და გააგრძელოს შიდსთან ბრძლის საერთაშორისო პროგრამები. კონგრესის ქვედა და ზედა პალატებში შეტანილია კანონპროექტები, რომელიც პროგრამების დაფინანსების გახანგრძლივებას 2023 წლამდე ითვალისწინებს. პროგრამა პირველად 10 წლის წინ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ იყო ინიციირებული. დღესდღეობით ამ პროგრამების მეშვეობით 5 მილიონი აივ-ინფიცირებული ადამიანი ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს იღებს. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ნიუიორკელი კორესპონდენტი. ბუშის ადმინისტრაციამ თავის დროზე ამ მიზნით 15 მილიარდი დოლარი დახარჯა. 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარით დაფინანსებულ სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას, რომელიც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG