Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურკოვი კურირებას გაუწევს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს


რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ვლადისლავ სურკოვი, რომელიც პარასკევს დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად, კურირებას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს. საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, მას პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განუცხადა, რომ „სურკოვი კურირებას გაუწევს იმავე საკითხებს, რომლებსაც კურირებდა ტატიანა გოლიკოვა“ 2012 წლის მაისიდან 2013 წლის 20 სექტემბრამდე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობისას. 20 სექტემბერს ის სახელმწიფო სათათბირომ დანიშნა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარედ. ვლადისლავ სურკოვი 2012-2013 წლებში მუშობდა ვიცე-პრემიერად. ის წელს 8 მაისს გადადგა, ცნობების თანახმად, საკუთარი სურვილით. სურკოვი „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის ავტორია და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწედ ითვლება.
XS
SM
MD
LG