სომხური სამოციქულო ეკლესიის ახალი საკათედრო ტაძარი გაიხსნა დღეს მოსკოვში. ტაძარი გახსნა სომეხთა პატრიარქმა გარეგინ მეორემ. ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქსიანი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, კირილე. ტაძარი რვა წლის განმავლობაში შენდებოდა რუსეთში მცხოვრები სომეხი და რუსი სპონსორების დახმარებით. მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საყდარი, ასევე განთლების კომპლექსი და ეკლესიის მამამთავრის რეზიდენცია, ისევე როგორც მუზეუმი და გალერეა.
ყველაზე პოპულარული
1