„ნატოს გაფართოების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიაში მონაწილეობა წევრობის ბილეთი არ არის. "მწუხარება მინდა გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის წევრობის ბილეთი. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს წევრი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. საქართველო ამ პროცესს აგრძელებს და ჩვენ ვაფასებთ მის ნაბიჯებს ამ გზაზე, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ნატოს შემდგომი გაფართოების კონკურეტულ თარიღებზე საუბარი", - აღნიშნა რასმუსენმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
ყველაზე პოპულარული
1