საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები სოფლებსა და ქალაქებში დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის სტრატეგიის ძირითადი პრინციპების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. ამ პროცესში თვითმმართველობის ექსპერტებიც არიან ჩართულნი. გორში რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ თვითმმართველობის რეფორმასა და ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმა რეალურ დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად და ადგილობრივი პრობლემები ადგილზევე გადაწყდება.
რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი – მუნიციპალური და რეგიონალური - თვითმმართველობები. 3500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები, რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ამ რეფორმის შემდეგ გორი ქალაქის სტატუსს დაიბრუნებს. სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტი შეიქმნება. მიმდინარე წლის ზაფხულიდან სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების თავმჯდომარეებს აირჩევენ, რომლებიც ამჟამინდელ რწმუნებულებს ჩაანაცვლებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. გარდა ამისა, ჯერჯერობით არც სოფლებში კრებების თავმჯდომარეების არჩევის მექანიზმია ცნობილი. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის აზრით, ამ პროცესზე დაკვირვება აუცილებელია.
კარალეთის მცხოვრებს ხათუნა ხათაშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთოს არჩევნების პროცესში, რათა ამჟამინდელმა რწმუნებულებმა საკუთარი მდგომარეობით არ ისარგებლონ და ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვაზე გავლენა არ იქონიონ.
თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ რეფორმის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები სოფლებში უნდა ჩავიდნენ და ადგილობრივი საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას ხელი შეუწყონ. კანდელაკის თქმით, სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ჩაატარებს და ეს არ იქნება კლასიკური გაგებით არჩევნები. საბჭოების თავმჯდომარეებს სოფლის მოსახლეობა დაასახელებს, მაგრამ, დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმავე სოფლის მოსახლეობას საბჭოს თავმჯდომარის გადარჩევის უფლება ექნება.
თვითმმართველობის კონცეფციის მიხედვით, ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები.
2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი და სამხარეო ბიუჯეტების წილი და 2017 წლისთვის ის მთლიანი საჯარო ფინანსების არანაკლებ 33%-ს შეადგენს.