რატომ აირჩია გერმანელმა ხალხმა ჰიტლერის პარტია?
„წითელი ზონის“ მორიგი გამოშვება ეძღვნება მეოცე საუკუნის გერმანიის ისტორიას, უფრო ზუსტად კი ამ ისტორიის ერთ მონაკვეთს - 20-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე. მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გვიზიარებს თავის მოსაზრებებს იმაზე, თუ რატომ აირჩია გერმანელმა ხალხმა ადოლფ ჰიტლერის პარტია, რატომ მისცა ხმა ნაციონალ-სოციალისტებს. ბატონი გივი გაიხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებსაც: 20-იანი და 30-იანი წლების ბერლინს, ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს, გერმანიიდან საქართველოში გადმოსახლებას და ისევ გერმანიაში დაბრუნებას 80-იანი წლების ბოლოს. გადაცემას გიორგი გვახარია უძღვება.
ეპიზოდები
-
ივლისი 15, 2017
ზღაპარი, რომელიც ხალხს აერთიანებს
-
ივლისი 07, 2017
„საყდრისის დამცველები“
-
ივნისი 29, 2017
ბოშები საქართველოში
-
ივნისი 24, 2017
რუსეთის საპატრიარქო, როგორც ”რბილი ძალა”
-
ივნისი 16, 2017
საბჭოთა აღზრდა დღევანდელ სკოლაში
-
ივნისი 10, 2017
პოეტი და ცენზურა