დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა ხვალ 14 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით დაიბარეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს–სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს - გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით გახსნილია იმჟამინდელი ხელისულების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორცვიელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავაა.
მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხის გამოყენებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობისთვის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც უგულავა იყო. თბილისის მერი უგულავა პასუხისგებაში მიცემულია შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობას გამოძიება.