Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ჩაიწერა მუხლი პოლიტიკური ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ჩაიწერა მუხლი პოლიტიკური ამნისტიის შესახებ


ამნისტიის შესახებ კანონპროექტში დაამატეს მე-19 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი, მიიჩნევს რა, რომ საქართველოში დღეისთვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ უნდა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. პარლამენტმა გუშინ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, 25 პირს კი პოლიტდევნილის სტატუსი.
XS
SM
MD
LG