მსოფლიოს მედიაში ორშაბათს დიდი ყურადღება მიიპყრო ინტერვიუმ, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყალბი იყო.
ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოცხადდა ისლამისტი პოლიტიკოსი მუჰამად მურსი, ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც, მისი თქმით, ეგვიპტის ამ, ახალ ლიდერთან ჩაწერა სააგენტოს კორესპონდენტმა. ინტერვიუში მუჰამად მურსი გამოთქვამს თეირანთან ურთიერთობის გაძლიერების მიმართ ინტერესს და სურვილს, გადასინჯულ იქნეს ისრაელთან ეგვიპტის სამშვიდობო შეთანხმება. რა გასაკვირია, რომ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკისათვის ასეთი, უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადებების შემცველი ინტერვიუ მყისვე გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის „როიტერსმა“, „ქრიშჩიან საიენს მონიტორმა“, ისრაელის ყოველღდიურმა „ჰაარეცმა“.
მაგრამ ეგვიპტის ახალი ლიდერის გამონათქვამებმა ეჭვი გააჩინა და მალე რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის არაბულენოვანმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა: მუჰამად მურსის პრესმდივანი უარყოფს, რომ ეგვიპტის ახალი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო „ფარსს“ ელაპრაკაო. მოგვიანებით ეგვიპტის ოფიციალურმა სააგენტო „მენამ“ დაადასტურა, რომ ინტერვიუ ყალბია.
რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ერთ-ერთი პირველი, ვინც სკეპტიკურად შეაფასა მურსისთან ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ინტერვიუს ავთენთურობა, იყო ირანის სხვა საინფორმაციო სააგენტო, „ირნა“...
ექსპერტების განმარტებით, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ირანის მმართველ წრეებში მიმდინარე დაპირისპირებას, რომელიც ამ ქვეყნის მედიაზეც აისახება. „ირნა“ მიჩნეულია პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან დაახლოებულ საინფორმაციო საშუალებად, ხოლო „ფარსი“ - ირანის რევოლუციური გვარდიის ძალების მოკავშირედ.
ისევე როგორც BBC-ის არაბულენოვანი სამსახური და არაბულენოვანი ტელეკომპანია „ალ-არაბია“, საინფორმაციო სააგენტო „ირნაც“ იუწყებოდა, რომ კაიროდან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მუჰამად მურსის არ უსაუბრია საგენტო „ფარსთან“. „ირნა“ რწმუნება, რომ აუდიოჩანაწერში, რომელიც „ფარსმა“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა, როგორც მურსისთან ინტერვიუ, სინამდვილეში მურსის ხმა არ ჟღერს...
„ფარსი“ თავის მხრივ ბრალდებებს უყენებს „ირნას“, მას უწოდებს ანტირევოლუციურს ინტერვიუს შესახებ უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების გამო და კვლავინდებურად ირწმუნება: მურსისთან საუბარი ავთენთურიაო.
არადა, „ფარსს“ რეპუტაცია დიდი ხანია, შელახული აქვს არაერთი გამოგონილი, ან გაყალბებული ცნობის გავრცელების გამო. ცნობილია, მაგალითად, შემთხვევა, როცა „ფარსი“ იუწყებოდა ირანის, ჩინეთის, რუსეთისა და სირიის ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე, 90 000-მდე ჯარისკაცის, ასობით გემის, ტანკისა და სამხედრო თივთმფრინავის მონაწილეობით. ეს ცნობა უარყვეს სირიამ და ჩინეთმა. მაგალითი მეტია, მათ შორის „ფარსის“ მიერ გაყალბებული ინტერვიუ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან, მოჰამად ელ ბარადეისთან.
„ფარსის“ ეს მიდრეკილება ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს, ვიქტორია ნულანდს სთხოვეს კომენტარი ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის ინტერვიუზე, რომელიც ახალი გავრცელებული ჰქონდა საინფორმაციო სააგენტო „ფარსს“, ნულანდმა განაცხადა: „ჩვენ, რასაკვირველია, იმედით ვუყურებთ ეგვიპტის პრეზიდენტად არჩეულ მუჰამედ მურსისთან და მის მთავრობასთან მოლაპარაკებას ეგვიპტის მეზობლებთან ურთიერთობის გაგრძელებაზე და მის მიერ ყველა საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაზე, ირანთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების ჩათვლით. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არ დავიჯერებდი ყველაფერს, რასაც „ფარსი“ წერს“.
რაც შეეხება თვით ირანის მკვიდრთ, ჩვენი კოლეგების ცნობით, მათში ფართოდ არის გავრცელებული უნდობლობა და ირონიული დამოკიდებულება „ფარსის“ ცნობების მიმართ.