Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე


დაპირისპირება ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
გადმოწერა

დაპირისპირება ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

თბილისში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები სექსუალური უმცირესობებისადმი სიძულვილს აპროტესტებდნენ.

მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირთან გზა გადაუღობეს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "ვახტანგ გორგასლის კავშირის" წევრებმა, რომელთა პროტესტს ზოგიერთი გამვლელი მოქალაქეც შეუერთდა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

სიტუაციის გამწვავების შემდეგ ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაპირისპირებულებს შორის ჩადგნენ, თუმცა მსვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და გამვლელ მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა.

პოლიციამ მცირე ხნით დააკავა საპროტესტო მსვლელობის მონაწილე ორი გოგონა, რომლებიც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG