დღევანდელ ქართულ პრესაში ბევრგან შეხვდებით იმის განხილვას, თუ რა შეიძლება მოხდეს 27 მაისს, როდესაც თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილის მომხრეები შეიკრიბებიან. უფრო ხშირად კი ამის განხილვა ერთი საკითხის გარშემო ტრიალებს - რამდენი ადამიანი მივა მიტინგზე. ”რეზონანსი” წერს, 27 მაისს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე 70 ათას ადამიანზე მეტს ელოდებაო. გაზეთს ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ უთხრა, თუ რატომაა ეს აქცია და ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანი. მან თქვა: ”თუ აქციაზე ხალხის საკმარისი რაოდენობა მოვიდა, ეს იქნება გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, რომ გაყალბება არ შერჩებათ. ასევე იქნება მოსახლეობის გამოსაფხიზლებელი აქცია მომავალი დარღვევების პრევენციისთვის. ანუ ამ აქციაზე მისული ივანიშვილის მხარდამჭერების მიზანი უნდა იყოს, რომ ჯერ ხელისუფლებას დაანახვონ, რომ ბევრნი არიან და დარღვევებს არ აპატიებენ, შემდეგ კი მხარდამჭერებმა თავისი რაოდენობით უნდა დაანახვონ ინერტულად განწყობილ მოსახლეობას, რომ გამოფხიზლება საჭიროა და გაააქტიურონ საზოგადოების ის ინერტული ნაწილიც”. ”რეზონანსის” ამ სტატიაში არ არის განხილული სცენარი - რა მოხდება, თუ ”საკმარისი რაოდენობა” არ მივა აქციაზე.
”ახალი თაობა” კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ელაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. „ხშირი საკონსტიტუციო ცვლილებები სტაბილურობას არღვევს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს არის გამოსავალი იმ პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა. პოლიტიკურ ცხოვრებაში ძლიერი სუბიექტის გამოჩენამ, ასევე მისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, პრობლემა წარმოშვა. როდესაც ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი გამოჩნდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ცხადია, ეს პრობლემა გახდა. ამიტომ ესაა დროებითი ღონისძიება, რაც, ვფიქრობ, მიზანშეწონილიაო" - უთხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა ”ახალ თაობას”.
საპირისპირო აზრზეა ასევე კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ”ალიას“ ესაუბრა. "ეს ყველა ქმედება არის აბსოლუტურად არასამართლებრივი და გაუმართლებელი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის, გაუგონარი რამეებიც, ოღონდ არ თქვან, რომ მოქალაქედ არ მივიღეთ ივანიშვილი, კონსტიტუციისა და კანონის დარღვევითო. ოღონდ მოქალაქეობა არ მისცენ და მზად არიან ყველანაირი სისულელე ჩაიდინონო", - უთხრა ვახტანგ ხმალაძემ ”ალიას”.