Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელი კორესპონდენტი პროკურატურას აკრიტიკებს


ხაჯიდა ისმაილოვა
ხაჯიდა ისმაილოვა
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტს ხაჯიდა ისმაილოვას მარტში, შანტაჟის მიზნით, მალულად გადაღებული მისი ინტიმური ცხორების ამსახველი ფოტოსურათები გაუგზავნეს და დაემუქრნენ, რომ საქვეყნოდ გამოაჭენებდნენ, შეარცხვენდნენ, თუ წესიერად არ მოიქცეოდა. ხაჯიდა ისმაილოვა ახლა აკრიტიკებს აზერბაიჯანის პროკურატურას, რომელიც, მისი თქმით, დანაშაულს სერიოზულად არ იძიებს.

პარასკევს ხაჯიდა ისმაილოვამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანია მას ჟურნალისტური საქმიანობა შეაწყვეტინონ. ისმაილოვა შეიძლება არც მოელოდა, რომ პროკურატურა საქმეს, რომელიც შანტაჟის მოწყობის მუხლით არის აღძრული, სათანადოდ გამოიძიებდა, თუმცა თქვა, მინდა ვიხილო წინსვლა გამოძიებაში,მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ჩანსო.

ბაქოს პროკურატურის განცხადებიდან ჩანს, რომ მას არაფერი გაუკეთებია გამოძიების მხრივ. ისინი დანაშაულს არ იძიებენ ...
ხაჯიდა ისმაილოვა
ისმაილოვამ გააკრიტიკა პროკურატურა, რომელმაც, მისი თქმით, დაარღვია კანონი, როცა 25 აპრილს საქმის შესაძლებელი მოწმეების ვინაობა გამოაქვეყნა. მან დაადანაშაულა ხელისუფლება, რომელიც მის და მისი მეგობრების პირად ცხოვრებას უფრო იძიებს, ვიდრე იმ ხალხის ვინაობას, ვინც ჟურნალისტის ბინაში მალულად დაამონტაჟა ვიდეოკამერა და შემდეგ ჩანაწერი ინტერნეტით გაავრცელა. იმავე დღეებში გამოქვეყნდა აზერბაიჯანის წამყვანი პარტიის ოფიციალურ ორგანოში ისმაილოვას საწინააღმდეგო სტატია. ხაჯიდა ისმაილოვა ადრე აზერბაიჯანში, ბაქოში, რადიო თავისუფლების ადგილობრივ ბიუროს ხელმძღვანელობდა. ახლა ის მონაწილეობს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ყოველდღიურ პროგრამაში, სადაც აცხადებს, რომ ბაქო მას ებრძვის იმ მიზნით, რომ ხელი ააღებინოს კორუფციის შემთხვევების გამოძიებაზე, შემთხვევებისა, რომლებიც არაიშვიათად პრეზიდენტ ალიევსა და მის გარემოცვას უკავშირდება. ისმაილოვას მხრიდან კრიტიკა საქმის თაობაზე პროკურატურის 26 აპრილის კონკრეტულ განცხადებებს მოჰყვა. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ისმაილოვა ცდება, როცა ხელისუფლებას ბრალს სდებს. მასში არ იყო დასახელებული ეჭვმიტანილი, არაფერი ეწერა ოფიციალური გამოძიების, საქმის წარმოების შესახებ. იქ ნახავთ მათ სიას, ვინც დაიკითხა. ეს არიან ისმაილოვას მეგობრები და ახლობლები, მათ შორის, პირი, ვინც, სავარაუდოდ, ისმაილოვასთან ერთად იყო ზემოხსენებულ ფოტოებსა და ვიდეოზე. დაზარალებულის დაცვა თვლის, რომ პროკურატურამ დაარღვია კანონი, როცა მათი ვინაობა გამოაცხადა. როდესაც ინტერნეტში ვიდეო გამოქვეყნდა, დამშანტაჟებლებმაც კი დაფარეს ისმაილოვას სავარაუდო პარტნიორის სახე. არ არის ცნობილი, დაკითხეს თუ არა გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი. ისმაილოვა გვეუბნება, აშკარაა, რომ ჩემ მიმართ მუქარას ხელისუფლება სეროზულად არ უყურებსო:

„ბაქოს პროკურატურის განცხადებიდან ჩანს, რომ მას არაფერი გაუკეთებია გამოძიების მხრივ. ისინი დანაშაულს არ იძიებენ. ისინი ამის ნაცვლად იძიებენ ჩემს საქმეს, ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებას.“

პროკურატურამ ჩვენ ხელი მოგვაწერინა დოკუმენტზე, რომლის თანახმად გამოძიების საიდუმლო დეტალები არ უნდა გაგვევრცელებინა, მაგრამ ახლა ეს თვითონ გააკეთეს ...
ერქინ ყადირლი
პროკურატურის წარმომადგენელმა ელდარ სულთანოვმა ჩვენს რადიოს უთხრა, ისმაილოვას ბრალდებები უსაფუძვლოა, გვარების გამოქვეყნება კანონიერიაო. პროკურატურის განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი-ორი საათით ადრე ისმაილოვა შეხვდა პროკურატურის წარმომადგენლებს და გადასცა ინფორმაცია, რომელიც თვითონ მოიპოვა, საკუთარი კვლევის შედეგად. ისმაილოვამ, სხვათა შორის, პროკურატურას მიაწოდა ცნობა მოსკოვის ფოსტის შესახებ, საიდანაც, მისი ვარაუდით, მას მუქარის წერილი გაუგზავნეს. მან პროკურატურას ასევე სთხოვა დაკითხონ ადგილობრივი სატელეფონო კომპანიის ტექნიკური თანამშრომელი, რომელმაც შეიძლება იცოდეს, როგორ დაამონტაჟეს კამერა მის ბინაში. პრეზიდენტ ალიევის სამართლის საკითხებში მრჩეველმა ფუად ალესგეროვმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ პროკურატურასთან ისმაილოვას კარგი ურთიერთობა აქვს და რომ საქმეს სერიოზულად იძიებენ. ერქინ ყადირლი იურისტია, რომელიც ამ საქმის გამო დაიკითხა და რომლის გვარიც პროკურატურის სიაშია შეტანილი. ის ამბობს:

„აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ჩვენ ხელი მოგვაწერინა დოკუმენტზე, რომლის თანახმად გამოძიების საიდუმლო დეტალები არ უნდა გაგვევრცელებინა, მაგრამ ახლა ეს თვითონ გააკეთეს. ჩანს, ჩვენც ვთავისუფლებდით ვალდებულებისგან შევინახოთ გამოძიების საიდუმლოება.“

ისმაილოვას დაცვა აპირებს უჩივლოს პროკურატურას ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG