დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაურია ”მე16 მსხვერპლი - რას ეწირებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში”. გაზეთი წერს, ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, ავღანეთთან დაკავშირებით სწორი საინფორმაციო პოლიტიკა შეიმუშაონ, თორემ შეიძლება ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოსო”.
“ძალიან ხშირად მედია მიკერძოებულია და ეს არ არის სიურპრიზი" – ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელსაც დღეს ასევე ”რეზონანსი” აქვეყნებს. სტატია შეეხება იმ შვიდთვიანი მედიამონიტორინგის შედეგებს, რომლის საგანი იყო თერთმეტ სხვადასხვა თემაზე საკითხის გაშუქება ქართულ მედიაში. გაზეთი წერს, რომ, კვლევის შედეგების მიხედვით, ხშირია დაუბალანსებელი ან არაეთიკური სტატიები და სიუჟეტები. მაგალითად, საარჩევნო თემატიკის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ "რუსთავი 2" და "იმედი" ამ თემას ყველაზე მცირე დროს უთმობენ და, ამასთან, განსაკუთრებით დადებითი ტონით აშუქებენ ხელისუფლების საქმიანობასო, - წერს ”რეზონანსი” და ამატებს: „მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა მედიაში მართლმსაჯულების საკითხების გაშუქების მონიტორინგის დროსაც - ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას. ასევე იკვეთება განსაზღვრული თემების იგნორირება ან გაშუქება უარყოფითი ტონით."
დღევანდელი პრესა დიდ ყურადღებას უთმობს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ. ”ახალი თაობა” ამას მოწინავე სტატიად აქვეყნებს, სათაურით - ”ბიძინა ივანიშვილის კომპიუტერიდან ჩვენმა ჰაკერმა ხელისუფლებამ საოჯახო ვიდეოარქივი მოიპარა”. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის კომპიუტერზე კიბერშეტევა განახორციელეს და საოჯახო ვიდეოების არქივი გადაწერეს. მოკლედ, თავი ჰოლივუდის გადაღებულ ფილმებში გეგონება, თუმცა ვანო მერაბიშვილის უწყებას ასეთი შეტევის განსახორციელებლად საჭირო აპარატურა რომ ექნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ. სასაცილო ის იქნება, თუ ეს აპარატურა ბიძინა ივანიშვილის მიცემული ფულითაა ნაყიდი, - წერს ”ახალი თაობა”. ”ალია” სტატიას ამ თემაზე ასე ასათაურებს - ”ვინ და როგორ დაისჯება ივანიშვილის კომპიუტერიდან საოჯახო ვიდეოს მოპარვისთვის?!”. გაზეთი წერს: „უტა ივანიშვილის დაბადების დღეზე ივანიშვილების გართობის ამსახველი 3-წუთიანი ვიდეო, რომელიც ერთგვარ "კომპრომატად" გამოაქვეყნა "აი ტივიმ", რამდენიმე დღეა აქტიურად ტრიალებს სოციალურ ქსელშიც და ტელევიზიითაც, თუმცა 25 აპრილს „კომპრომატულ“ ხალისობას ნათელი მოეფინა და "ქართულმა ოცნებამ" საპასუხოდ 49-წუთიანი ვიდეო დადო და ბიძინა ივანიშვილის არქივზე კიბერშეტევის შესახებ განცხადებაც მოაყოლაო."