დღევანდელი პრესა ბევრს წერს დაპირისპირებაზე თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის სტუდენტებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის. სტუდენტებმა ბლოგზე თვითმმართველობის მამხილებელი ინფორმაცია დადეს, თვითმმართველობის წევრებმა კი ორ სტუდენტს სცემეს, აქედან ერთს თავი გაუტეხეს. ”ალიას” სტატიის სათაურად გამოაქვს ერთ-ერთი თავდამსხმელის ფრაზა, რომლის აზრიცაა, თვითმმართველობას ვერაფერს დააკლებთო. თავად სათაურად გამოტანილი ფრაზა გაცილებით უცენზუროა. გაზეთი წერს, რომ, დაზარალებულ ზვიად მამფორიას თქმით, "თვითმმართველობის სასტავმა" ბლოგერებს საქმე ქურდულად გაურჩია და მერე დაესია. ”რეზონანსის” სტატიას ამ თემაზე ჰქვია „ბიძინა თუ ვანო, შალვა თუ გრეჩიხა - აი, რითია სავსე მათი ფიქრები". გაზეთს მოჰყავს ამონარიდი ერთ-ერთი ბლოგიდან, სადაც წერია: ”ადამიანის პოლიტიკური შეხედულება მისი პირადი საქმეა, მაგრამ თვითმმართველობის მიერ "ნაციონალების" გაპიარება და მათთვის პროპაგანდის გაწევა, ამის სანაცვლოდ კი გარანტირებული სავარძლები მაღალ თანამდებობაზე, როგორც მინიმუმ, უხერხულია, მაქსიმუმ კი, ეჰ..." ამას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.
”რეზონანსშივე” წაიკითხავთ რამდენიმე პუბლიკაციას, სადაც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი მოღვაწეობაა შეფასებული. გაზეთი კონსტიტუციოლოგ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის სათაურადაც ეს ფრაზაა გამოტანილი: ”ყველა ამ ადამიანს აქვს უფლება საერთოდ არ მისცეს ჩვენებაო". ის ამბობს: ”ახსნა-განმარტებაზე დაბარებულ ადამიანებს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ. ეს ის შემთხვევააა, როცა პროკურატურას მოეთხოვება სათანადო ღონისძიებების ჩატარება და კონტროლის პალატის ქმედებებზე გამოძიების დაწყებაო”. თუმცა ვახტანგ ხმალაძე იმასაც დასძენს, „ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ რაც ხდება, ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია. ახლა ჩვენ ფართო საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციების ჩარევის იმედი უნდა ვიქონიოთო".
”ახალი თაობა” ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან აქვეყნებს ინტერვიუს. ”ვინ თქვა, რომ სააკაშვილი არის პროდასავლელი პოლიტიკოსი?! ქმედებებით, რაც მან გააკეთა, ყველაფერი არის პრორუსული. მთელი ელექტროენერგეტიკა პრაქტიკულად რუსული კაპიტალის ხელთ არის, საბანკო სექტორში არის მსხვილი რუსული ბანკი, სპილენძის და ოქროს მოპოვება-დამუშავება რუსების ხელშია, ტელეკომუნიკაციურ ბაზარზე არის ძლიერი რუსული კომპანია და კიდევ ეპატიჟება რუსულ კაპიტალს შემოსვლაზე”, - ამბობს ლადო პაპავა და ამატებს, „ამ დროს რუსეთს აქვს "ლიბერალური იმპერიის" მშენებლობის გეგმა. რუსეთმა უკვე მოაქცია ამ იმპერიაში სომხეთი. ჯერი უკვე საქართველოზეაო". ამ ინტერვიუს ”ახალ თაობაში“ გაეცნობით.