Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იმართება აქციები „პატიოსანი არჩევნებისათვის“


დღეს რუსეთის რამდენიმე რეგიონში იმართება აქციები „პატიოსანი არჩევნებისათვის“. ამ კამპანიის ფარგლებში, მოსკოვში ატარებენ აქციას სახელწოდებით „დიდი თეთრი წრე“. მისი მონაწილეები ხელი-ხელ ჩაკიდებული დგანან სადოვოე კალცოს გარშემო. ბევრია მისული თეთრი ბუშტებით, ან ტანსაცმელზე დამაგრებული თეთრი ლენტებით. სადოვოე კოლცოზე მიმავალი მანქანები სიგნალიზაციით ესალმებიან აქციის მონაწილეებს. მოსკოვში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის შეფასებით, აქციაში მონაწილეობს 30 000-ზე მეტი ადამიანი. დემონსტრაცია „პატიოსანი არჩევნებისათვის“ იმართება სანქტ პეტერბურგშიც. ორგანიზატორები არიან კომუნისტური პარტია, „სამართლიანი რუსეთი“ და „იაბლოკო“. გამოსვლები უკვე დასრულებულია რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჩელიაბინსკში, არხანგელსკში, ბარნაულში, ნოვოსიბირსკში. ტომსკში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა სვლაში ლოზუნგით „რუსეთი პუტინის გარეშე“. 4 მარტს ამ ქვეყანაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ბევრი მოელის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გამარჯვებას.
XS
SM
MD
LG