Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში დასრულდა საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა


ვაშინგტონში დასრულდა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. ბარაკ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იმსჯელეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის, ნათია ზამბახიძის ცნობით, ოვალურ ოფისში მიმდინარე შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილი ლანჩის დროს შეხვდა და ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
XS
SM
MD
LG