საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც დღეს ვაშინგტონში თბილისის დროით 11 საათზე უნდა გაიმართოს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კონტექსტში ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, ორმხრივი ურთიერთობის სხვა ასპექტებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ილაპარაკებენ. რა მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას და რას მოელიან პოლიტიკის ექსპერტები ამ შეხვედრისგან?
ბარაკ ობამა საქართველოს პრეზიდენტს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში პირველად უმასპინძლებს. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2012 წელი ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან აღინიშნება ამერიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წლისთავი. თეთრი სახლისავე ინფორმაციით, პრეზიდენტები 2009 წელს ხელმოწერილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემდგომი გაძლიერების საკითხს განიხილავენ. ბათუ ქუთელიაც, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე, ამბობს, რომ პრეზიდენტების დღის წესრიგი განსაზღვრულია სწორედაც რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
„ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკა და ვაჭრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ხალხთა შორის ურთიერთობა - ყველა ეს საკითხი იქნება განხილული. ამ შეხვედრაზე დაისახება ყველა ის სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით და განზომილებით გაგრძელდება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.“
ბათუ ქუთელიასა და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარტიის ის ნაწილი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით საქართველო-ამერიკის ურთიერთობა თვისებრივად ახალ დონეზე ავა:
„უსაფრთხოება არაა მხოლოდ და მხოლოდ იარაღის მიყიდვა, ესაა მხოლოდ ერთი კომპონენტი და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება პროგრესი. მაგრამ იარაღის ყიდვა-გაყიდვაზე უფრო მთავარია სხვა კომპონენტები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტია უნდა გახდნენ, მათ შორის ისეთი პოლიტიკური საკითხები, როგორიცაა ნატოსთან ურთიერთობა, ნატოში ინტეგრაცია დაა ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები, რომელიც იარაღის მიწოდებით არ შემოიფარგლება.“
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, 30 იანვრის შეხვედრა თავისთავად მნიშვნელოვან ფაქტად მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს, რომლის თქმითაც, თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტის მიღებით ამერიკის შეერთებული შტატები ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„აშშ-ს არათუ არ უცნია 2008 წლის ომის შედეგები, არამედ კატეგორიულად მოითხოვს რუსეთისგან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. იქნება საუბარი იმაზეც, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს მშვიდობიანი გზით, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ეს ამოცანა, უბრალოდ, მიუღწევადი იქნება. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა ამ საკითხის ასე მაღალ დონეზე განხილვას“, - უთხრა ირაკლი მენაღარიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელმა სტივენ სესტანოვიჩმა, რომლის თქმითაც, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნატოს ანგარიში, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და რომ ჩიკაგოს სამიტის წინ პრეზიდენტები ამ საკითხსაც განიხილავენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი რანგის მოხელის ამ განცხადების საფუძველზე ირაკლი მენაღარიშვილი ასკვნის:
„ეს შეხვედრა უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას.“
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, პრეზიდენტები ასევე იმსჯელებენ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში. გარდა ამისა, საუბარი შეეხება მომავალ არჩევნებს საქართველოში და იმ რეფორმებს, რომლებმაც, თეთრი სახლის მიხედვით, „უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი ტრანსფორმაცია აქტიურ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ განცხადების კვალად, საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ობამა-სააკაშვილის შეხვედრა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ქართული დემოკრატიის ხარისხზე, ასევე საქართველოს შიდაპოლიტიკურ მომავალზე. თეთრი სახლის დაინტერესება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების უახლოესი გეგმებით არ უკვირს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტ ბაკურ კვაშილავას:
„როდესაც დიდი მოკავშირე ხვდება თავისი ალიანსის მცირე წევრს, ბუნებრივია, რომ რაღაცას ურჩევს, იმიტომ რომ სწორედ დიდი მოკავშირე უზრუნველყოფს შენს უსაფრთხოებას, იმას, რომ შენ ხარ ხელისუფლებაში, იმას, რომ სიტყვა გეთქმის საერთაშორისო ასპარეზზე... როდესაც ძლიერი ძალა ამის უფლებას და საშუალებას გაძლევს, ბუნებრივია, რომ შენ გაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა მის მიმართ. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოკავშირე დაინტერესებულია იმით, თუ რა იქნება საქართველოში ორი წლის შემდეგ.“
დაბოლოს, ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტები ასევე განიხილავენ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. საქმე ისაა, რომ 2011 წელს მნიშვნელოვნად იკლო ამერიკულმა ინვესტიციებმა ქართულ ეკონომიკაში.

ამ შეხვედრაზე დაისახება ყველა ის სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით და განზომილებით გაგრძელდება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა...

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოკავშირე დაინტერესებულია იმით, თუ რა იქნება საქართველოში ორი წლის შემდეგ...