დღევანდელ პრესის მიმოხილვაში ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე ინტერვიუზე, რომლებიც ქართულმა გაზეთებმა დაბეჭდეს. დავიწყებთ „ყველა სიახლით“, რომელიც ექსპერტ რესპუბლიკელ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის საერთაშორისო პოლიტიკაზე ლაპარაკობს - რუსეთზე, ამერიკაზე და ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების მომავალ შეხვედრაზე აკეთებს კომენტარს. ”შეხვედრისას, ალბათ, ისაუბრებენ იმაზეც, თუ მაინც აუცილებელი შეიქნა ირანში საომარი მოქმედებები, რა პოზიციას დაიკავებს საქართველო. დღევანდელი ვითარებით, ირანის ყველა მეზობელი სახელმწიფო ნეიტრალურ პოზიციას ირჩევს, საქართველოს პოზიცია კი ჯერ არ ჩანსო”, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა ”ყველა სიახლეს” და დასძინა: ”ვფიქრობ, სააკაშვილი ამერიკას ჩვენს ტერიტორიას შესთავაზებს და ეტყვის, როგორც გინდა, ისე გამოიყენეო... არც ერთი ჭკუათამყოფელი ლიდერი ამას არ გააკეთებს, რადგან ამერიკა შორსაა, ირანი კი ახლოს, ობამა და სააკაშვილი წავლენ, საქართველო და ირანი კი დარჩება.”
რაც შეეხება თავად რესპუბლიკელების შიდაპოლიტიკურ ამბებს, ამაზე დავით ზურაბიშვილი ელაპარაკა ”ვერსიას”. მან პასუხი გასცა ბრალდებებს, თითქოს რესპუბლიკური პარტია ”ქართულ ოცნებაში” გაერთიანებიდან სხვა პარტიებს ბლოკავდეს და თქვა, ”სისულელეა იმაზე საუბარიც, რომ ჩვენ ვიღაცებს ვბლოკავთ. ვერავინ ვერავის დაბლოკავს. როგორც უნდა ვუჩიჩინოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ რომელიღაც პოლიტიკოსი ცუდია, თუ ისიც არ გვეთანხმება, ვერ გადავარწმუნებთო”. თუმცა მან ისიც დაამატა: ” ისეც არ ხდება, რომ ივანიშვილთან აზრის გამოთქმის საშუალება არ გვეძლევა, უბრალოდ, მისი აზრია მთავარი. ურთიერთობიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი არ არის, რომელიც სხვის აზრს არ დაიჯერებსო.”
”ქართულ ოცნებაზე” ელაპარაკა ”ვერსიას” სანდრო ბრეგაძეც, რომელიც ახალ მოძრაობას, ”კავკასიის ჰელსინკის ჯგუფს” აფუძნებს. ”ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, გარდა ხელისუფლებისა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანო”, - თქვა მან და დაამატა: ”იდეურის გარდა, ივანიშვილთან სხვა ურთიერთობა არ გვექნება, ისედაც საკმაო რესურსები გვაქვს. საუბარია სერიოზულ დაფინანსებაზე და არა ერთ-ორ მილიონზეო”, - უთხრა სანდრო ბრეგაძემ „ვერსიას“.