ერთი ახალი წიგნის დაბადების ისტორია რადიო თავისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა უამბო: „ერთ–ერთ ქართულ-ოსურ შეხვედრაზე ჩვენი ოსი კოლეგები ჰყვებოდნენ, როგორ გადაარჩინეს ოსურ სოფელში ქართველებმა ერთი ბებია. შემდეგ ჩვენც მოვყევით, ერთმა ოსმა ქალბატონმა როგორ დაიცვა სოფელი და მეზობლების სახლები დაწვას გადაარჩინა. იქვე შევთანხმდით, რომ ასეთი პოზიტიური ისტორიები შეგვეგროვებინა.“
„ომის სხვა სახე“ - ასე ერქმევა წიგნს, რომელშიც ქართულ-ოსური თანადგომის ისტორიები დაიბეჭდება. ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე „ქართლოსის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ. მეგი ბიბილური ამბობს, რომ ეს პროცესი ადვილი არ ყოფილა, რადგან პოზიტიური ამბების გახსენების წინ ადამიანები ჯერ ომის საშინელებებს ჰყვებოდნენ, რომლის ფონზეც ამ წიგნის გმირებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უხდებოდათ მოქმედება. მისი აზრით, იმ დროს, როცა საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია ნეგატიური ინფორმაციით და სიძულვილის ენით, რომელიც უფრო აღრმავებს დაპირისპირებულ თემთა შორის არსებულ უფსკრულს, მნიშვნელოვანია, რომ ის ისტორიებიც სააშკარაოზე გამოვიდეს, როცა ადამიანები ჰუმანურობით სიძულვილის დაძლევას ახერხებდნენ.
„ორივე მხარეს იბეჭდება სხვადასხვა პუბლიკაციები და წიგნები, იღებენ ფილმებს და რეპორტაჟებს, სადაც გამოყენებულია სიძულვილის ენა. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი წიგნის გამოცემა“,– ამბობს მეგი ბიბილური.
გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ასევე აღნიშნავს, რომ ადვილი არ ყოფილა ისტორიების შეგროვება. ორივე მხრიდან, ჯამში, 150 ისტორია შეგროვდა, მაგრამ წიგნისთვის მხოლოდ 50 დამუშავდა. ცხოვრებოვი წიგნზე მუშაობისას დარწმუნდა, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება.
„ომი კაცობრიობის არსებობის სიბინძურეა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ სიბინძურეშიც კი შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სახე შეინარჩუნოს. ეს გვაძლევს მომავლის იმედს, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ. აი, ეს გვინდოდა გვეჩვენებინა და იმედი მაქვს გამოგვივიდა“, –აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.
აქვს თუ არა ომს სხვა სახე, გარდა სიკვდილის, ნგრევის, სისასტიკის და ათასი უბედურებისა? წიგნის ავტორების აზრით, დიახ, ომს სხვა სახეც აქვს. წინასატყვაობაში ვკითხულობთ: „ომშიც კი შესაძლებელია ადამიანური ფასეულობების შენარჩუნება. ამ ომშიც კი აღმოჩნდა ადგილი ჰუმანიზმისა და კეთილი საქმეებისთვის. ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა. ისინი ძირითადად ეხება მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ერთ წამში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ყველა ისტორიას ერთი მთავარი მომენტი აერთიანებს. ჩვენ გვახსოვს სიკეთე, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში გვინახავს.“
თემურ ცხოვრებოვი დარწმუნებულია, რომ ცხინვალში წიგნის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება, რადგან მხარეებს შორის უნდობლობის უფსკრული კიდევ არსებობს, ყველასთვის სასურველი მშვიდობა კი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს.
”ამ საკითხში წერტილი რომ დასმული იყოს, საუბარი, ალბათ, უფრო იოლი იქნებოდა. მაგრამ სიტუაცია ახლაც გაურკვეველია და კეთილ საქმეებზე ლაპარაკი რთულია. ოსებისთვის საკითხი კვლავ ღიად რჩება. ჩვენ არ გვაქვს საქართველოსთან მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობა და ამიტომ მშვიდობაზე საუბარი მარტივი არ არის. ამ ვითარებაში გაცილებით იოლია ილაპარაკო სიძულვილზე და სირთულეებზე. ამიტომ მუშაობისას დიდი პრობლემები გვქონდა, მაგრამ მაინც მოიძებნა ხალხი, რომელსაც ესმის, რომ ომი ომად, მაგრამ ადამიანად უნდა დარჩე. ვფიქრობ, ამ წიგნს ნორმალურად ყველა არ მიიღებს, რადგან პროცესი არ დასრულებულა. საქართველო მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ რუსეთი მოკავშირეა და დაგვეხმარა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანური ურთიერთობები ომისგან უნდა გავმიჯნოთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ ცხოვრებოვმა.
წიგნი „ომის სხვა სახე“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ცალ-ცალკე დაიბეჭდება და მისი პრეზენტაცია თბილისსა და ცხინვალში პარალელურად გაიმართება. ავტორები მის გამოცემას თებერვლის დასაწყისში ვარაუდობენ.
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ადმინისტრირებას კი გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.

ომი კაცობრიობის არსებობის სიბინძურეა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ სიბინძურეშიც კი შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სახე შეინარჩუნოს ...
„ორივე მხარეს იბეჭდება სხვადასხვა პუბლიკაციები და წიგნები, იღებენ ფილმებს და რეპორტაჟებს, სადაც გამოყენებულია სიძულვილის ენა. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი წიგნის გამოცემა“,– ამბობს მეგი ბიბილური.
გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ასევე აღნიშნავს, რომ ადვილი არ ყოფილა ისტორიების შეგროვება. ორივე მხრიდან, ჯამში, 150 ისტორია შეგროვდა, მაგრამ წიგნისთვის მხოლოდ 50 დამუშავდა. ცხოვრებოვი წიგნზე მუშაობისას დარწმუნდა, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება.
„ომი კაცობრიობის არსებობის სიბინძურეა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ სიბინძურეშიც კი შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სახე შეინარჩუნოს. ეს გვაძლევს მომავლის იმედს, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ. აი, ეს გვინდოდა გვეჩვენებინა და იმედი მაქვს გამოგვივიდა“, –აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.
ამ საკითხში წერტილი რომ დასმული იყოს, საუბარი, ალბათ, უფრო იოლი იქნებოდა. მაგრამ სიტუაცია ახლაც გაურკვეველია და კეთილ საქმეებზე ლაპარაკი რთულია ...