კინოკრიტიკოსების აზრით, 2011 წელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წელი აღმოჩნდა კინოხელოვნების ისტორიაში, უფრო სწორად, ეგრეთ წოდებული ”საავტორო კინოს” ისტორიაში. ”ა” კლასის კინოფესტივალებზე რამდენიმე ისეთი ფილმის პრემიერა შედგა, რომელთა შესახებ დისკუსია მთელი წელი გაგრძელდა.