27 დეკემბერს კინოთეატრ ”რუსთაველში” მოეწყო დახურული ჩვენება რუსუდან ჭყონიას მხატვრული ფილმისა ”გაიღიმეთ”, რომლის გადაღებაზე დებიუტანტი-კინორეჟისორი 7 წელი მუშაობდა. სოციალურ თემაზე გადაღებული ეს ფილმი ქართული კინოს დიდი გამარჯვებაა.
რუსუდან ჭყონიას ამ ფილმის შესახებ ჯერ კიდევ 5 წლის წინ გავესაუბრე ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც სპეციალურ კონკურსში მან თავისი ფილმის, ”Keep smiling!” - ის, ანუ ”გაიღიმეს” სცენარი წარადგინა. გაუკვირდა, როცა ვუთხარი, ფემინისტები მოუთმენლად ელიან ამ ფილმს-მეთქი. ასე მიპასუხა:
“მართლა? მე ვთვლი, რომ ფემინისტური არ არის – ზოგადად, ადამიანურია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ქალებზეა, ვფიქრობ, რომ ეს თემები მამაკაცებისთვისაც ასევე მტკივნეულია. ეს არის მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსი, ჟანრი არის ტრაგიკომედია. ერთი პერსონაჟი არის ლტოლვილი, მეორე – პარლამენტარის ცოლი... აბსოლუტურად განსხვავებული ქალები არიან. არის აზერბაიჯანელი ქალი, მრავალშვილიანი. ათი მთავარი გმირია. ყველას აქვს თავისი ისტორია, თავისი ხაზი.”
ბერლინის ფესტივალის ამ კონკურსს კანის კინოფესტივალის კინოპროექტების კონკურსი მოჰყვა. აქაც - წარმატება. მაგრამ ფილმის გადაღების დაწყება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოებისთვის დამატებითი თანხა ეროვნულმა კინოცენტრმა გამოყო. თუმცა ეს თანხაც მინიმალური იყო, იმდენად მინიმალური, რომ გადაღება 50 დღეში დასრულდა - თანაც ფილმს ღამით იღებდნენ, რადგან პავილიონი, უფრო სწორად, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, სადაც ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა, დღისით დაკავებული იყო. უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტის სიმცირე ახალ ქართულ ფილმს მეტნაკლებად მაინც დაეტყო - ფილმის ყველაზე დრამატულ სცენებში იგრძნობა მასშტაბის ერთგვარი დეფიციტი, სივრცის შეზღუდულობა... და მით უფრო დასაფასებელია დებიუტანტის ეს გამარჯვება: რუსუდან ჭყონიამ მოახერხა შეექმნა პოსტკომუნისტური საქართველოს ძალიან ზუსტი პორტრეტი, ერთდროულად - ტრაგიკული და სასაცილო.
“მარტო სოციალური პრობლემა არ არის და არ მსიამოვნებს ხოლმე, როცა ამბობენ, რომ სოციალური თემაა აქ მხოლოდ. მთავარი აქ არის ღირსების გრძნობა. სოციალური ფონი სხვა საკითხია, მაგრამ მე უფრო მინდა შევეხო თემას, თუ რა ძნელია დაიცვა საკუთარი ღირსება და რაოდენ იოლია აღმოჩნდე მარიონეტი ვიღაცის ხელში... ყველა გზით გამარჯვება ყოველთვის ნიშნავს თუ არა გამარჯვებას და ა.შ.” ,- გვითხრა რუსუდან ჭყონიამ.
დიახ, მარტო სოციალური პრობლემა არ არის. ამბავი, რომელსაც გვიამბობს რუსუდან ჭყონია, არამარტო ქართველებს ააღელვებს, არამარტო იმ მაყურებელს, რომელმაც იცის პოსტკომუნისტური რეალობა... ”გაიღიმეთ” არის ფილმი ადამიანთა სოლიდარობაზე, ქალთა სოლიდარობაზე, მედიის ძალადობაზე - იმ თემებზე, რომლებიც, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია და რომელთა მიმართ შედარებით გულგრილი იყო ქართული კინო.
და, რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში თეატრის მსახიობები გადაიღეს, ”გაიღიმეთ” სრულიად მოკლებულია ქართული კინოსთვის დამახასიათებელ გადაჭარბებულ თეატრალურობას და თეატრალურ პირობითობას. ეს კი, ჩემი აზრით, პირველ რიგში, რეჟისორის და ოპერატორის, მინდია ესაძის დამსახურებაა - გამოსახულება უაღრესად ცოცხალია, ნამდვილი, ასევე თანამედროვე ქართული კინოსთვის დამახასიათებელი გამოსახულების დაქუცმაცებისა და ეგრეთ წოდებული ”ჩადგმული კადრების” გარეშე, რაც, თავის მხრივ, ძალიან ძნელი მისაღწევია შეზღუდული და მცირე ბიუჯეტის პირობებში.
როგორც დახურული პრემიერის შემდეგ შევიტყვეთ (ამ სეანსს ფილმის გადამღები ჯგუფი, მსახიობები და კრიტიკოსებიდ დაესწრნენ), რუსუდან ჭყონიას ახალი ფილმის პრემიერა გაზაფხულზე შედგება. წინ დებიუტანტი-რეჟისორის ახალ სურათს საერთაშორისო კინოფესტივალები ელის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი დიდი კინოფორუმიდან რუსუდან ჭყონია გამარჯვებული დაბრუნდება.
მართლა? მე ვთვლი, რომ ფემინისტური არ არის – ზოგადად, ადამიანურია...

მარტო სოციალური პრობლემა არ არის და არ მსიამოვნებს ხოლმე, როცა ამბობენ, რომ სოციალური თემაა აქ მხოლოდ...