სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარება დაძაბული რჩება. წუხელ იქ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი ვინოკუროვი ჩავიდა. მან მოლაპარაკება გამართა კოკოითის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მთავრობის სახლიდან გამოსულმა ალა ჯიოევამ შეხვედრის დეტალები არ გაახმაურა, თუმცა დიალოგის კონსტრუქციულ ხასიათს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ვითარების დაძაბვით არ არის დაინტერესებული, თუმცა ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. წუხელვე დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი შევიდა. უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი დღეს დაარეგისტრირა, მაგრამ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა რუს და ოს ჟურნალისტებს უთხრა, მისი განხილვა ორშაბათამდე ვერ მოხდება, რადგან არჩევნების შედეგების გამაუქმებელი გადაწყვეტილება ჯერ გამოქვეყნებულიც არ არის და მისი კასაცია შეუძლებელია.
ორი დღეა ალა ჯიოევა საკუთარ მომხრეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, მცირე პროვოკაციაც კი შეიძლება დე ფაქტო რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ კოკოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამორიცხა.
ჯიოევამ დღეს დილით მომხრეებს მიმართა და აუწყა, რომ არსებულ ხელისუფლებასთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და საკუთარი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. მისი მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ კოკოითის ხელისუფლება დროს აჭიანურებს, და ჯიოევას რადიკალური მოქმედებისკენ მოუწოდებენ. რუსული სააგენტოები იუწყებიან, რომ ჯიოევამ კოკოითის მოუწოდა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით და პარლამენტის გადაწყვეტილება ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე დღის ბოლომდე გააუქმოს და მისი გამარჯვება ცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და მას მთლიანად კოკოითის ხელისუფლებას აკისრებს.
ორი დღის განმავლობაში ცხინვალში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ექსპერტები კი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ. ჯიოევას უკვე ის ადამიანებიც უჭერენ მხარს, ვინც არჩევნებზე ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ცხინვალის მედიაცენტრის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ ვითარება კატასტროფულია. მას ახლა მხოლოდ ცხინვალში კრემლის წარმომადგენლის ჩამოსვლა და დაწყებული მოლაპარაკებები აძლევს იმედს.
ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მერაბ ჩიგოევმა არჩევნების წინ საკუთარი კანდიდატურა ანატოლი ბიბილოვის სასარგებლოდ მოხსნა. დღეს ჩიგოევი მიიჩნევს, რომ ჯიოევამ სამართლიანად გაიმარჯვა და დამარცხებას როგორც ბიბილოვი, ისე კოკოითი უნდა შეურიგდნენ.
კრემლის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებით, რომლის დეტალებიც არ ხმაურდება, როგორც ჩანს, ჯიოევა ბოლომდე კმაყოფილი არ არის, რადგან გუშინდელ ულტიმატუმს დღეს კიდევ ერთი ულტიმატუმი დაემატა, მისი გამარჯვების აღიარების მოთხოვნით.