ედუარდ კოკოითი დარწმუნებულია, რომ ქალი ვერასოდეს გახდება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. ეს მოსაზრება კოკოითიმ რუსულ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გამოთქვა. იგი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სამხრეთ ოსეთს ქალმა უხელმძღვანელოს.
„ჩვენთან ქალების უფლებებს არავინ ლახავს, ჩვენს საზოგადოებაში ქალებისადმი ძალიან კარგად არიან განწყობილნი, მაგრამ კავკასია მაინც კავკასიაა“, - განაცხადა ედუარდ კოკოითიმ.
კოკოითის განცხადებამ დე ფაქტო რესპუბლიკაში, პირველ რიგში კი, ქალების, აღშფოთება გამოიწვია. დიდი ნაწილის აზრით, ეს დისკრიმინაციული განცხადება ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ალა ჯიოევას წინააღმდეგ იყო მიმართული და მის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ოსი ჟურნალისტის მარიას პლიევას თქმით, კოკოითის განცხადება ოსმა კაცებმაც კრიტიკულად შეაფასეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალი პრეზიდენტი სახელმწიფოს სრულფასოვანი მხედართმთავარი შეიძლება ვერ გახდეს, მაგრამ ის თუ, კოკოითის მსგავსად, ბრძოლის ველიდან გაიქცევა, მის მაგივრად არავის შერცხვება.
„ვფიქრობ, ეს კოკოითიმ მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ არ ჰქონდა სხვა არგუმენტები, რათა, მისი აზრით, უარყოფითად წარმოეჩინა პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნები ფაქტობრივად მოუგო კოკოითის რჩეულად აღქმულ კანდიდატს. ამ განცხადებაზე საკმაოდ საინტერესო რეაქცია ჰქონდათ ოს მამაკაცებსაც. მათი თქმით, სამხრეთ ოსეთში ქალი პრეზიდენტის ერთადერთი მინუსი ის იქნება, რომ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ომის შემთხვევაში სრულფასოვანი მთავარსარდალი ვერ გახდება. აგვისტოს ომის დროს თავად ედუარდ კოკოითი ჯავაში გაიქცა და ძალოვანი სტრუქტურები სარდლობის გარეშე დატოვა. როგორც მამაკაცები ამბობენ, თუკი სამომავლოდ იმასვე ალა ჯიოევა გააკეთებს, ისე აღარ შერცხვებათ, როგორც კოკოითის გამო შერცხვათ“, - ამბობს მარია პლიევა.
აზრის გამოთქმა ცხინვალელ კაცებსაც ვთხოვეთ. გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი მიიჩნევს, რომ ეს იყო მინიდიქტატორის განცხადება, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ, ცხოვრებოვის თქმით, ეს კოკოითის ბოლო პოლიტიკური ამოსუნთქვაა.
„ის ამჟამად ხელისუფლებას ყველანაირად ებღაუჭება და მზად არის ნებისმიერი მეთოდი გამოიყენოს. მიმაჩნია, რომ მიუხედავად ადგილობრივი და რუსეთის ხელისუფლების ზეწოლისა, სამხრეთ ოსეთმა აჩვენა, რომ აზროვნება შეუძლია. ოს ქალებს, მით უმეტეს სამხრეთში, ყოველთვის განსაკუთრებული მდგომარეობა ჰქონდათ და ვფიქრობ, რომ ოსური ჯიში სწორედ ქალებმა გადაარჩინეს. მიმაჩნია, რომ ალა ჯიოევა პრეზიდენტობის ყველა მამაკაც კანდიდატს სჯობია. ის კი, რასაც კოკოითი ამბობს, მინიდიქტატორის ბოლო ამოსუნთქვაა“, - განაცხადა თემურ ცხოვრებოვმა.
ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბში კოკოითის განცხადებას იუმორით აფასებენ და მასზე კომენტირებას არ აპირებენ. ჯიოევას მომხრეები მეორე ტურისთვის ემზადებიან და კოკოითის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციების მოწყობას არ გამორიცხავენ. არჩევნების მეორე ტური დე ფაქტო რესპუბლიკაში 27 ნოემბერს გაიმართება.

მიმაჩნია, რომ ალა ჯიოევა პრეზიდენტობის ყველა მამაკაც კანდიდატს სჯობია. ის კი, რასაც კოკოითი ამბობს, მინიდიქტატორის ბოლო ამოსუნთქვაა....

მიმაჩნია, რომ მიუხედავად ადგილობრივი და რუსეთის ხელისუფლების ზეწოლისა, სამხრეთ ოსეთმა აჩვენა, რომ აზროვნება შეუძლია...