Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტური გაიმართება თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში


ხმის დათვლის პროცესი
ხმის დათვლის პროცესი
საარჩევნო ბიულეტენთა 98,84%-ის შედეგებით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საგანგებო დავალებათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი ხმების 25,44%-ით ლიდერობს. განათლების ყოფილ მინისტრს ალა ჯიოევას ამომრჩეველთა 25,37%-მა დაუჭირა მხარი. ისინი არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ. მეორე ტური ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 27 ნოემბერს გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში, 13 ნოემბერს, მონაწილეობა ამომრჩეველთა 67,5%-მა მიიღო. პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმიც, რომელშიც რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
XS
SM
MD
LG