თუ იტალიასაც, სიდიდით ევროპის მესამე ეკონომიკას, საბერძნეთის ბედი ეწია, ვალებში ჩაფლულმა თავი ვერ დააღწია კრიზისს, ევროზონას დაშლა ემუქრება.
ჯერ ძალიან ხმამაღლა ვერავინ ამბობს, რომ ევრომ არ გაამართლა, თუმცა ახალგაზრდა ვალუტას უკვე დაემუქრა სერიოზული საფრთხე საბერძნეთის გამო. გაირკვა, რომ ევროზონაში საბერძნეთმა გაყალბებული საფინანსო მაჩვენებლებით შეაღწია და ახლა ვალების ჩამოწერით და ახალი კრედიტების მიცემით მის გადარჩენას ცდილობენ. სხვა საქმეა იტალია, ევროპის ქვეყნებს შორის სიდიდით მესამე ეკონომიკა, რომელზეც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტი მოდის. იტალიის გადარჩენას ბევრად უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება და ეს არის, რომ ამ შიშს, უკვე დიდი ხანია არსებულს ევროზონაში, კიდევ უფრო ზრდის.
როცა რომელიმე ქვეყნის მთავრობას ვალს შვიდპროცენტიანი განაკვევით სთავაზობენ, ეს საფინანსო სამყაროსათვის იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო ვეღარ იხდის ვალებს და პროცენტებს, რომელიც ნასესხები აქვს. ასეა იტალიის საქმეც. პარასკევს საფინანსო ვაჭრებმა, რომლებიც იტალიის ობლიგაციებს ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან, გამოაცხადეს, რომ ისინი ამ ფულის რომისთვის მიცემას მხოლოდ შვიდპროცენტიანი განაკვეთით აპირებენ. ფაქტი, რომ იტალიამ გამოავლინა უუნარობის ნიშნები, გადაიხადოს ვალი, არის იმ ღრმა შიშის საფუძველი, რომელიც მსოფლიოს აფიქრებინებს, რომ ძალიან დიდი კრიზისი კარსაა მომდგარი.
იტალიის შემთხვევაში, ისევე როგორც საბერძნეთთან, ირლანდიასა და პორტუგალიასთან დაკავშირებით მოხდა, მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, უნდა ჩაერთონ საქმეში და რომს დაეხმარონ კრედიტით. მაგრამ იმავე საბერძნეთსა და იტალიას შორის არის განსხვავება. ის, რაც საბერძნეთს სამი წლით დაუკმაყოფილებდა მოთხოვნილებას, იტალიას მხოლოდ ნახევარი წელი ეყოფა. მოკლედ, იტალიაა ახლა ევროპის ზრუნვის საგანი. პესიმისტები შუბლშეკრულნი არიან. ოპტიმისტებს მცირე იმედი აქვთ და ეს იმედი შემდეგს ეფუძნება: 10 ნოემბერს რომმა კიდევ მოახერხა თავისი ობლიგაციების ექვსპროცენტიანი განაკვეთით გაყიდვა, ასევე იტალია პოლიტიკურ კრიზისშია და თუ მას თავი დააღწია, შეიძლება ინვესტორებმა რომისკენ კვლავ იბრუნონ პირი. ეს იმედი საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ კრისტინ ლაგარდმა გამოხატა პეკინში სტუმრობისას:
„პოლიტიკური სიცხადე. მისი აუცილებლობაა საბერძნეთში, მისი აუცილებლობაა იტალიაში. ვრცელდება ხმები, არის ბრალდებები, მღელვარება, მოლოდინი, მაგრამ მართლა არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი ლიდერი, თუკი ასეთი გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა იწვევს არამდგრადობას. სავალუტო ფონდის გადმოსახედიდან, პოლიტიკური სიცხადე მოიტანს მეტ სტაბილურობას.“
იტალიის პოლიტიკური სტაბილურობა სურვილად რჩება. პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, რომ გადადგება, როცა კი პარლამენტი დაამტკიცებს ვალების გამო კრიზისის თავიდან ასაცილებლად შეთავაზებულ მომჭირნეობის პროგრამას. მაგრამ ბერლუსკონის დაპირების მიმართ ეჭვი გაჩნდა, როცა მან არაერთ ინტერვიუში განაცხადა, ან ახალი მთავრობა შეიქმნება, ან არჩევნები უნდა ჩატარდესო. და როცა მისმა თავდაცვის მინისტრმა, იგნასიო ლა რუსამ, თავისი სურვილი გამოთქვა, არჩევნები თებერვალში ჯობს მოეწყოსო, შიში, რომ იტალიის პოლიტიკური კრიზისი თვეების განმავლობაში გაგრძელდება, გაღრმავდა. მაგრამ ძალიან ძნელია ვარაუდი, როდის გადასცემს ბერლუსკონი ძალაუფლებას სხვას, შეძლებს თუ არა ახალი ლიდერი გაუმკლავდეს კრიზისს და, საერთოდ, ახალი მმართველის მოსვლა შეამცირებს თუ არა ინვესტორების შიშს, რომ იტალია ევროზონის კიდევ ერთი „დაავადებული წევრია“. ერთია ცხადი, რომ იტალიის ეკონომიკური დაცემის რეალური საფრთხის დანახვაა საჭირო.
რომის ვალი 2 ტრილიონ 600 მილიარდია. ამ მასშტაბის ვალთან ევროპის ქვეყნებს საქმე ჯერ არ ჰქონიათ. ასეთი ვალებიდან ამოსვლა ძალიან ძნელია. მთავრობა შეიმუშავებს მომჭირნეობის პროგრამას, შეამცირებს ხარჯებს, გაზრდის გადასახადებს. ესაა ზომები, რომლებიც ძალიან არაპოპულარულია საზოგადოებაში. იტალიის ეკონომიკა ასე თავისთავად ვერ გამოვა კრიზისიდან. ამისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, წლიური ზრდა ერთი პროცენტი მაინც უნდა იყოს სამი წლის განმავლობაში. იტალიას თუ დეფოლტი ეწვია, ძლიერ შეირყევა ევროს მიმართ ნდობა და ევროზონა შეიძლება დაიშალოს. იტალიის ეკონომიკური გაკოტრება კი დიდ დარტყმას მიაყენებს იმ ქვეყნებს და მათ ბანკებს, ვისი ვალიც იტალიას აქვს.

სავალუტო ფონდის გადმოსახედიდან, პოლიტიკური სიცხადე მოიტანს მეტ სტაბილურობას...