გასულ კვირაში, 26 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობა ბათუმში შეიკრიბა და გაფართოებული სხდომა გამართა პარლამენტარებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით. სხდომაზე, რომელშიც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა წარმოადგინა. ის 2011-2015 წლების ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკას შეეხება.
საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა ჯერჯერობით მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის სახით არსებობს, თუმცა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ დოკუმენტი ვებსაიტზე გამოქვეყნდება და ყველას ექნება მისი როგორც გაცნობის, ასევე მასში საკუთარი მოსაზრებების შეტანის საშუალება. ნიკა გილაურის განცხადებით, ათპუნქტიანი გეგმა ”ცოცხალი” დოკუმენტი იქნება, რომელიც ყოველ ექვს თვეში განახლდება მიმდინარე პროცესებისა და შემოსული წინადადებების შესაბამისად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტრატეგიული განვითარების გეგმის პირველი პუნქტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა.
”ერთ-ერთი მთავარი სტაბილურობის მაჩვენებელი არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დეტალურად შეეხო ათპუნქტიანი გეგმის სხვა მიმართულებებსაც. მათ შორისაა განათლების სისტემის გაუმჯობესება, პენსიების ზრდა და სადაზღვევო სისტემის განვითარება, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების გაფართოება და სხვა...
ნიკა გილაურის განცხადებით, ამ გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის დასაქმებას.
უმუშევრობის დონის შემცირებას შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივაც, რომელიც მან ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოთქვა და რომელიც ათპუნქტიანი სტრატეგიის შემადგენელ ნაწილად იქცა.
”თუ გამოგვივა, ვცადოთ ეს: ნებისმიერი ბიზნესი თუ აიყვანს სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს, განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.”
ეს არ არის ერთადერთი ინიციატივა, რომელიც მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის განხორციელებას უკავშირდება. დოკუმენტის დეტალები მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდება მსჯელობის საგანი, თუმცა ცნობილია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის გარდა მთავრობა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და ბიზნესის სხვაგვარ სტიმულირებასაც აპირებს.
თუ რამ განაპირობა მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის ინიციირება, ეს ბევრი ექსპერტისთვის პასუხგაუცემელ კითხვად რჩება. მათ შორისაა ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანიაც. მისი განცხადებით, ათპუნქტიანი გეგმის მსგავსია მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების უკვე არსებული დოკუმენტი.
მთავრობის ახალი სტრატეგიის მიმართ განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ჟურნალ ”ტაბულის” მიმომხილველი მიშა თავხელიძე.
”კარგია, როცა ჩამოყალიბებული ორიენტირები აქვს მთავრობას.”
მიშა თავხელიძის აზრით, ათპუნქტიანი გეგმის შემუშავებისკენ მთავრობას ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე რთულმა ეკონომიკურმა პროცესებმა, პოლიტიკურმა რეალობამ, არჩევნების მოახლოებამ უბიძგა...
თუმცა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ამ ეტაპზეც შთამბეჭდავად გამოიყურება. ბოლო დრომდე გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, ხოლო საქართველოს ეკონომიკის ზრდა, ნაცვლად დაგეგმილი 5,5 პროცენტისა, ამჯამად 7 პროცენტით იზრდება და, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ზრდის მაჩვენებელი 6 პროცენტზე ნაკლები არ იქნება.
ერთ-ერთი მთავარი სტაბილურობის მაჩვენებელი არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა...

კარგია, როცა ჩამოყალიბებული ორიენტირები აქვს მთავრობას...