დავიწყოთ ვენეციის კომისიით და საარჩევნო გარემოს საკითხით. კომისია თბილისშია და, სავარაუდოდ, დღესვე შედარებით დეტალური ინფორმაცია გავრცელდება მათ რეკომენდაციებზე. პრესა ამ საკითხზე წერს. რამდენიმე, ჩემი აზრით, საინტერესო საკითხზე შევჩერდები. პირველი - კამერები საარჩევნო ოთახში. კომისიამ, როგორც გაზეთებიდან ირკვევა, რეკომენდაცია მისცა ქართულ მხარეს, რომ კამერები საარჩევნო ოთახებში არ იყოს დაყენებული. ამის მიზეზად მათ ფსიქოლოგიური ზეწოლა დაასახელეს ამომრჩეველზე, რომელმაც იცის, რომ ფიქსირდება მისი არჩევანი. საინტერესოა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლას შემორჩა და ერთმილიონიანი დაფინანსების პირობაც მიიღო, ამ რეკომენდაციას უარყოფითად აფასებს. ისინი გაზეთებში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე,რომ ვენეციის კომისიამ ქართული სპეციფიკა კარგად არ იცის და კამერები, პირიქით, მოსახლეობის ზეწოლისგან დამცავი ბერკეტი იქნება. მეორე საინტერესო საკითხი პატიმართათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემაა. ესეც კომისიის რეკომენდაციაა და ამ რეკომენდაციასაც ოპოზიციური პარტიების ის ნაწილი, რომელიც პროცესში შედარებით მეტად იყო ჩართული, არ იზიარებს, რადგან თვლის, რომ ხელისუფლებას გავლენის მოხდენის ბერკეტი აქვს საპატიმრო დაწესებულებებზე.
ხუდონჰესი და trance electrica(http://transelectrica.com/news.htm) კომპანია, რომლის ვებგვერდი შემოიფარგლება ხუდონჰესის გარშემო რამდენიმე საგაზეთო მასალით და საკმაოდ მშრალი ინფორმაციით, რომ კომპანიას აქვს გამოცდილება ამ დარგში მშენებლობებისა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ერთ მილიარდს დებს, პრესის მიხედვით, ექვსწლიან პროექტში, რომელიც თავის დროზე, გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი ფაქტორების გამო, შეწყდა. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ხელისუფლების პოზიციაში არის ენგურჰესის მდებარეობა - კერძოდ, რომ ის ნაწილობრივ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა. კრიზისულ მდგომარეობაში ხუდონჰესი შეძლებს ენგურჰესის მიერ გენერირებული ენერგიის ნაწილის ჩანაცვლებასო, აღნიშნავენ. უნდა დავძინოთ, რომ „რეზონანსის“ მიხედვით, სამოცი მილიონი დოლარი „ტრანს ელექტრიკმა“ სოფელ ხაიშიდან მოსახლეობის გაყვანაში უნდა ჩადოს. და კიდევ ერთი საკითხი - გარემოსდამცველი ექსპერტები, მაგალითად, ნინო ჩხობაძე, წინა მთავრობის მინისტრი, რომელმაც თავის დროზე ხელი მოაწერა ბორჯომის ხეობაზე ნავთობის მილის გაყვანას, ამბობს,რომ დამატებითი ჰიდროსადგური გარემოსთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.
ბიძინა ივანიშვილის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია გაზეთებში ნაკლებია, თუმცა სხვა თემებზე დაწერილ სტატიებში მისი სახელი ან მისი გამოჩენით გამოწვეული იმედებისა და შიშის ფაქტორი ფიგურირებს. ამ კონტექსტში განიხილავენ გაზეთები ხელისუფლების მიერ ბევრ ახლად გადადგმულ ნაბიჯს. მაგალითად, ციტირებენ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას: ”ჩვენ გვყავს ძალიან განათლებული, შრომისმოყვარე ადამიანები, უბრალოდ, ამ ხალხს გარემოებებში არ გაუმართლა. თუ ბიზნესმენები ამ ადამიანებს სამუშაოდ აიყვანენ, ჩვენ მივცემთ სტიმულს”. - პრეზიდენტ სააკაშვილის ამ ინიციატივის თანახმად, იმ ადამიანებს, რომელთაც, პრეზიდენტის თქმით, ”გარემოებებში არ გაუმართლათ”, სახელმწიფო დაეხმარება. დახმარება არაპირდაპირია და დაახლოებით ასე ჟღერს: თუ ბიზნესი ამ ადამიანებს სამსახურში აიყვანს, სახელმწიფო ბიზნესს საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივა მოიცავს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც 45-დან სამოცამდე წლისაა. სწორედ ეს ნაწილი იგულისხმება პრეზიდენტის ინიციატივაში. ამ თემაზე საუბრისას გაზეთები შენიშნავენ, რომ საშემოსავლო გადასახადს თავად დაქირავებული იხდის და ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს და ამ გადასახადს თხუთმეტ პროცენტამდე დაიყვანს.