Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და რუსეთმა შეათანხმეს ვმო-სთან დაკავშირებული სადაო საკითხები


ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთთან ერთად უკანასკნელი სადავო საკითხების გადაწყვეტა მოახერხეს მოლაპარაკებებზე, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას შეეხებოდა. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის პასუხისმგებელი პირის კარელ დე გუხტის თქმით, მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს საკითხებში, რომელიც საავტომობილო წარმოებას, რუსეთში სურსათის ექსპორტსა და რუსეთიდან მერქნის ექსპორტის კვოტებს შეეხება. ევროკომისიის წვერებმა მოუწოდეს რუსეთსა და საქართველოს მიაღწიონ კომპრომისს ორმხრივ მოლაპარაკებებზე, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით წარმოებს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში ამა წლის დეკემბერში გაწევრიანდება.
XS
SM
MD
LG